ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ1313
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2013


განვმეორდებით

წვეთი სიჩუმე და წამი ქაოსური
როგორ მოგხდენია სიმწიფე მტევანთა,
თუ კი არ მოთოვა ,ცაა დატუქსული
დროსაც ალბათ გაზაფხული ემართა.
თეთრი პანთეონი,თეთრი თოლიებით,
სიკვდილს შემაყვარეს,სხვა თუ არაფერი,
ვეღარ მიმკლავდები გილიოტინებით,
მაინც ღია გრჩება ჩემთვის დარაბები,
ზეცას ავაწყვიტე ფიფქის ღილები და
ქარში პოეზია,ლანდსაც მემართება,
დღესაც შევარჩიე ერთი ნიღბებიდან.
დღესაც ამინდივით დარდსაც ემარტება.
ბედმა ვერ გაგვრითმა,დავრჩით ვერლიბრივით,
ყალმის პარადოქსი,თუნდაც აბულია.
შენში ჰორიზონტი,ალბათ,ედემივით,
ჰოდა,ცდუნებებიც შენი დარგულია.
რასაც ვინატრედი,სივრცე უნაპირო
დილას გათენეულს შენი გაღიმებით,
ფრენას პოეტურად მინდა მიგაჩვიო,
ჩვენი დასასრულით ისევ დავიწყებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები