არ მინდა, გონება ფიქრებით დავღალო, მორჩილად ველოდები ბოლო განაჩენს, ეს გული ოხერი თავისას იჩემებს, ბედი კი უჩუმრად მიგორებს კამათელს. და მახსოვს, როდესაც მე ლექსებს ვისმენდი, თვალებზე წვეთ-წვეთად ცრემლები მწყდებოდა... ხანდახან ტკივილებს ვერ ვატევ რითმებში, იქნება, ეს გული შენ გელოდებოდა?! მაოცებ, რადგანაც ძალიან სათნო ხარ, უფალმა მეცხვარედ სხვებისგან აგარჩია, თუ ამ გზას გაჰყვები, გპირდები ,გავუძლებ , დამლოცე, უბრალოდ ვიცი,რომ მადლია... სულ განზე გავდგები... თუკი დაგჭირდება, ეშმაკს დავამარცხებ, უფალთან ვიქნები. არსებობს ერთი რამ, რასაც ვერ მიხვდები, რადგან უაზროა ,უხმოა სიტყვებიც...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. არტემიდა გაიხარეთ!:) არტემიდა გაიხარეთ!:)
7. და მახსოვს როდესაც მე ლექსებს ვისმენდი თვალებზე ნელ-ნელა ცრემლები მწყდებოდა ხანდახან ტკივილებს ვერ ვატევ რითმებში, იქნება ეს გული შენ გელოდებოდა?!
მოეწონა არტემიდას:) და მახსოვს როდესაც მე ლექსებს ვისმენდი თვალებზე ნელ-ნელა ცრემლები მწყდებოდა ხანდახან ტკივილებს ვერ ვატევ რითმებში, იქნება ეს გული შენ გელოდებოდა?!
მოეწონა არტემიდას:)
6. მუხა,უფალი იყოს თქვენი და მთელი საქართველოს მფარველი! მუხა,უფალი იყოს თქვენი და მთელი საქართველოს მფარველი!
5. საბა აფხაზი გადავაკეთე,გაიხარეთ! საბა აფხაზი გადავაკეთე,გაიხარეთ!
4. დამლოცე , ეს მომეწონა
უფალი იყოს შენი მფარველი! დამლოცე , ეს მომეწონა
უფალი იყოს შენი მფარველი!
3. ლექსი მომწონს, შუა ნაწილი განსაკუთრებიტ. 1 რაღაც მინდა მხოლოდ გთხოვო. თუ მიიღებ შენიშვნას, მეორე სტრიქონში ზომა 10 მარცვალია მთელ დანარჩენ ლექსში კი 12, " მორჩილად მოველი მე ბოლო განაჩენს" ან ისეთი ცასწორება, როგორიც შენ გაგხარდეს, ბევრად უფრო კარგად ჩაჯდება, 12 მარცვალზე და ლექსიც უფრო შეკრული და მელოდიური იქნება. ვკითხულობდიდ ა აი მანდ გამაჩერა, თავისით და ფიქრი იყო - სტოპ, აქ რაღაც ისე არ არის როგორც უნდ აიყოს.
"...ბედი კი უჩუმრად მიგორებს კამათელს. და მახსოვს როდესაც მე ლექსებს ვისმენდი თვალებზე ნელ-ნელა ცრემლები მწყდებოდა ხანდახან ტკივილებს ვერ ვატევ რითმებში..."
აი ეს ნაწილი ძალიან მომეწონა. ლექსი მომწონს, შუა ნაწილი განსაკუთრებიტ. 1 რაღაც მინდა მხოლოდ გთხოვო. თუ მიიღებ შენიშვნას, მეორე სტრიქონში ზომა 10 მარცვალია მთელ დანარჩენ ლექსში კი 12, " მორჩილად მოველი მე ბოლო განაჩენს" ან ისეთი ცასწორება, როგორიც შენ გაგხარდეს, ბევრად უფრო კარგად ჩაჯდება, 12 მარცვალზე და ლექსიც უფრო შეკრული და მელოდიური იქნება. ვკითხულობდიდ ა აი მანდ გამაჩერა, თავისით და ფიქრი იყო - სტოპ, აქ რაღაც ისე არ არის როგორც უნდ აიყოს.
"...ბედი კი უჩუმრად მიგორებს კამათელს. და მახსოვს როდესაც მე ლექსებს ვისმენდი თვალებზე ნელ-ნელა ცრემლები მწყდებოდა ხანდახან ტკივილებს ვერ ვატევ რითმებში..."
აი ეს ნაწილი ძალიან მომეწონა.
1. წინსვლაა აშკარა... :))
ნაცნობი თემატიკა და სევდა...
წარმატებები და +2 წინსვლაა აშკარა... :))
ნაცნობი თემატიკა და სევდა...
წარმატებები და +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|