 | ავტორი: კაკტუსი ჟანრი: პროზა 9 მარტი, 2013 |
მერე რა რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ, ოჯახი ხომ შექმნეს, აგე უკვე მეორე ბავშვი შეეძინათ თავად ჯერ კიდევ ბავშვებს. მერე რა რომ მათ ყოველ სიტყვაში ერთმანეთისადმი სიძულბილი გამოჭყივის , გვარი ხომ გაგრძელდა, ახალი სიცოცხლე დაიბადა. მერე რა რომ ქმარი ეჭვიანია, სასიამოვნოც კია შენი დაკარგვის ასე რომ ეშინია. მერევრა რომ პრეტენზია აქვს მოკლე კაბების წასმაზე და პომადის წასმაზეც კი ის მაინც ხომ მოკლე კაბებსაც იცვამს და პომადასაც ისვამს. მართალია ეს ყოველივე ძვირად უჯდება, მისი ერთი ასეთი გამოპანჭვა ერთი მამა-პაპური ჩხუბის ტოლფასია, მაგრამ მაინც, თავისი ხომ გააქვს, ქუჩაში პომადა წასმული და მოკლე კაბიანი გადის. მერე რა რომ მთელი დღე ერთმანეთის ლანძღვა გინებაში გაყავთ, მერე რა რომ ხანდახან მთვრალი გაშმაგდება და ლოყაში სილას აწნავს ხოლმე, საღამოს ხომ მაინც ერთ საწოლში წვებიან, ღამეს ერთად ათენებენცდა მათ ცოლ-ქმარს ეძახიან. მერე რა რომ ათი წლის წინ დაუკითხავად გამოიპარა და მამას გული ატკინა. უკვე დიდი იყო, სკოლა დაამთავრა და უცებ მოუნდათავის თანაკლასელების უმრავლესობისთვის მიებაძა. ცოლი გამხდარიყო, ოჯახი შეექმნა. თავის მომავალი ქმრისადმი რაღაც სიმპატიები გააჩნდა, მგონი სიყვარულიც კი იყო, ეშმაკმა უწყის. ერთხელ მოიფიქრეს რომეო და ჯულიეტა გაეთამაშათ, ქმარმა ცოლი ნათესავთან მიიყვანა და დაოჯახება იქ აღნიშნა. მას შემდეგ ათი წელი გავიდა (ხუმრობა როდია ათი წელი) ამ ათ წელში ორი ბავშვი შეეძინათ, ერთი ცხრა წლისაა, მეორე დღე-დღეზე ორი თვისა შესრულდება..სიყვარული რაში ჭირდებათ, უიმისოდ ოჯახი ვერ შექმნეს თუ? ვერ ტახდნენ მშობლები, ვერ ზრდიან მომაგალ თაობას გვარი ვერ გაგრძელეს, თავის მოგვარენი ვერ გაამრავლეს? მამა ვერ იკვეხნის ორი შვილის პატრონი ვარ და თანაც ბიჭებისაო?ეს ყველაფერი კი მაგრამ... ქალი ტელევიზორში სერიალებს რომ უცქერს და იმ უცხო მხარეს, ბრაზილიაში ცოლ-ქმარი ყოველ საღამოს სიყვარულში რომ უტყდებიან ერთმანეთს ყოველ წუთს პირზე რომ აკერიათ ,,ძვირფასო" და სხვა მრავალი საარელსო სიტყვა ვერ გაუგია მათი, რატოღა ემდურებიან თავის მეორე ნახევრებს, მხოლოდ იმის გამო, სათანადო ყურადღებას არ მაქცევო. ნეტა თვითონ იყოს მათ ადგილას, ნეტა ყოველ საღამოს მასაც ვინმე ეუბნებოდეს მიყვარხარო ნეტა ვინმე ეფერებოდეს ადამიანურად... მაგრამ მერე რა, განა მარტო თვითონაა ასეთ დღეში ქართველი ქალების უმრავლესობა ასე არაა? სამაგიეროდ ოჯახი აქვს, ორი შვილის მშობელია და მას დედა ქვია.მერე რა რომ ზოგჯერ ძნელია თქვა ,,მერე რა" არაფერი, უბრალოდ მეცოდება , მეცოდება ეს პატარა ანგელოზი ორი თვის წინ დაიბადა რომელიც მკერდზე მყავს მიკრული და ერთი ციდა თვალებით მაკვირდება. მეცოდება ვინარიდან მან ჯერ არ იცის რა ელის, აზრზე არაა ფეხი როგორ სამყაროში შემოდგა. მეცოდება ვინარიდან ვიცი 6-7 წლის შემდეგ მასში, ამ უმანკო არსებაში, ამ ანგელოზში შიში დაიბუდებს, ტყუილი დაიბუდებს, ყველაფერი მასში მოიყრის თავს წრფელი სიყვარულის გარდა. მე კი მთელი არსებით მინდა ყველაფერი პირიქით მოხდეს, მინდა სიყვარულის ნიჭი თან დაყვეს, ესეიგი მინდა ცხოვრების აზრს ჩაწვდეს და მიხვდეს ამ ქვეყანას რისთვის მოევლინა. მენანება ეს ანგელოზი (სხვა რა ვუწოდო არ ვიცი) ბოროტებისთვის , აგრესიისთვის, ტკივილისთვის. მენანება ამ ცხოვრებისთვის ეს სათუთი არსებარომლის კოცნა მსურს, მაგრამ ვერ ვბედავ, მეშინია მე ბინძურმა რამე ბაცილა არ მივუტანო... როგორ მინდა აღვზარდო და მასში სიყვარულის ანაბარიჩავდო... თუმცა რა ვიცი, იქნებ სიყვარული ადამიანების სისუსტეა და მეტი არაფერი იქნებ უიმისოდ ცხოვრება უფრო ადვილია იქნებ ადამიანები მარტოოდენ იმიტომ დაიბადნენ რომ გამრავლდნენ, ფიზიკურად იარსებონ და მეტი არაფერი, თუ ასეა მაშინ ცხოვრება არაფრად ღირებულა.მერე რა რომ ზოგჯერ ძნელია თქვა ,,მერე რა" არაფერი, უბრალოდ მეცოდება , მეცოდება ეს პატარა ანგელოზი ორი თვის წინ დაიბადა რომელიც მკერდზე მყავს მიკრული და ერთი ციდა თვალებით მაკვირდება. მეცოდება ვინარიდან მან ჯერ არ იცის რა ელის, აზრზე არაა ფეხი როგორ სამყაროში შემოდგა. მეცოდება ვინარიდან ვიცი 6-7 წლის შემდეგ მასში, ამ უმანკო არსებაში, ამ ანგელოზში შიში დაიბუდებს, ტყუილი დაიბუდებს, ყველაფერი მასში მოიყრის თავს წრფელი სიყვარულის გარდა. მე კი მთელი არსებით მინდა ყველაფერი პირიქით მოხდეს, მინდა სიყვარულის ნიჭი თან დაყვეს, ესეიგი მინდა ცხოვრების აზრს ჩაწვდეს და მიხვდეს ამ ქვეყანას რისთვის მოევლინა. მენანება ეს ანგელოზი (სხვა რა ვუწოდო არ ვიცი) ბოროტებისთვის , აგრესიისთვის, ტკივილისთვის. მენანება ამ ცხოვრებისთვის ეს სათუთი არსებარომლის კოცნა მსურს, მაგრამ ვერ ვბედავ, მეშინია მე ბინძურმა რამე ბაცილა არ მივუტანო... როგორ მინდა აღვზარდო და მასში სიყვარულის ანაბარიჩავდო... თუმცა რა ვიცი, იქნებ სიყვარული ადამიანების სისუსტეა და მეტი არაფერი იქნებ უიმისოდ ცხოვრება უფრო ადვილია იქნებ ადამიანები მარტოოდენ იმიტომ დაიბადნენ რომ გამრავლდნენ, ფიზიკურად იარსებონ და მეტი არაფერი, თუ ასეა მაშინ ცხოვრება არაფრად ღირებულა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ბევრი კორექტურაა. ბოლოს მეორდება ნაწერი. გადახედე. ბევრი კორექტურაა. ბოლოს მეორდება ნაწერი. გადახედე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|