ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ერთი ჭიქაც და ნელ-ნელა ხვდები, როგორ იძირები სამყაროს სიჩუმეში, სადაც ტვინს არ გირევენ ფიქრები, სადაც შენი შეხება მწყურვალე ნიაღვარივით ისმება ჩემს სხეულში.
ვწევარ და შენს მკერდზე დაყრდნობილი ვგრძნობ, რომ წამები ჩერდება.
აქ იწყება და მთავრდება ყოველივე.
შენი ჩამოზრდილ მკერდში ვხედავ სამყაროს, რომელიც ესთეტიკურ შეგრძნებას მიტოვებენ, ვფიქრდები და ჩემი ცხოვრება წამებად მიქრის უსაზღვრო ველში.
ქალის სხეულიდან დაიწყო ცხოვრება ჩვენი, ევას მიკნავლებულ ხმასთან აღმოცენდა ახალი სისხლი და იმ სისხლთან ერთად ვიშვით.
ევოლუციამ აიდგა ფეხი და როგორც უკანალში ამოსმული ქაღალდი, ისეთი საზიზღარი გახდა ქვეყნიერება.
სარკმლიდან ვიხედები და მესმის გამკინავი ხმა _ დამეხმარეთ.
ნახმარი სევდაა ყველაფერი.
ყველგან ხმარობენ ადამიანებს ადამიანები, ეს ჩვენი სექსუალური მოუმწიფლებლობის ბრალია თუ მანიაკალური დამოკიდებულების, დღემდე ვერ ვხვდები.
ეს უბრალოდ ადამიანური ჭირია, დაავადებული ეგოცენტრიზმი, რომელიც გაგვყოლია ევოლუციად და უფრო მეტად ვითარდება.
მთელი ცნობიერება ადამიანის გადატანილია მპყრობელ სისტემაზე, დაიმონე, რამეთუ არ გიმონონ, იხმარე, რამეთუ არ გიხმარონ და შარვალჩახდილი არ მოგიწიოს აქეთ-იქით წანწალი.
რა ნაძირალაა ადამიანი, რომ ყველაფერს ეჩვევა, იმასაც კი, თუ როგორ გტენიან პირში თავიანთ ამოვლებულ ნიფხავებს პირში და გეუბნებიან: ჩაიცვი, მომხივლელად გამოიყურები.
მთელი ეს კომედია ჩემი სარკმლიდან ჩანს, ამაზე თვალებს არვინ ხუჭავს არც ახელს, უბრალოდ ემორჩილება, გააჩნია შენ ახლა ნიფხავს რას უწოდებ, კანონს თუ ფულს, არცერთს ვიზიარებდი ბავშვობაში.
ადამიანს სწყურია ბრძოლა, სახრჩობელები, ციხედ ქცეული მონანიება და ქვად შექმნილი ჯვარცმები, რომლის წინაშეც უძლურია ყოველივე არსი თუ არსობრივი გამოვლენა.
რწმენას მარტივად დავარქმევ საკუთარი უუნარობით შექმნილ ონანიზმს, რომლის წინაშეც უძლურნი ვართ.
ამიტომაც ასახავდნენ ადამიანები ორგიაში საკუთარი უუნარობის გასაპრავებლად მოგონილ თვითრეალიზების კონტურს, რომელიც არაესთეტიკურად ჩანს ჩვენი დროიდან.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ძველ, უფრო მეტიც, უძველეს ხალხს სურდა შეექმნა ახალი და რას ქმნიდა _ სექს შოპს, კლუბებს, იარაღს, წამალს.
ადამიანს მეტი სისხლი სწყუროდა, უფრო მეტი ქალწულებრივი აქტის განხორციელება სურდა, გადახედე ისტორიას, _ რა არის დამახასიათებელი რომის ისტორიაში და შეადარე განვითარებულ ქვეყნებს, _ რა არის განსხავება?
ჩვენ გავხდით ცივილიზებული ერი, რომელმაც პირამიდებად ქცეული მისტიკა შექმნა, მაგრამ არც ისე მყარი ერი.
თუ სექსუალური მანიაკობა მოვიშორეთ და უფრო ჯანმრთელი სახე მივეცით ქვეყნიერებას?
არც ისე დამაჯერებელია ეს ორივე, ჩვენ გაგვთიშეს, გონება წაგვართვეს და პირში ნიფხავები ჩაგვჩარეს.
მწოლიარე ქალივით მშობიარობენ ახლა კანონები
დაფიქრებულხარ თუ როგორ ხარ გამოტენილი ფეკალური მასით, როგორ შობავენ თურმე ადამიანებს დედები და როგორ ქმნიან ახალ ზომბირებულ ბავშვებს.
ადამიანი ზარმაცი არსებაა, უუნარო და ამავდროულად სახიფათო, საშიშ თამაშში ვართ ჩართულნი და როგორც ელექტროძრავებს, ისე ამუშავებენ გენერატორები ჩვენს გონებას.
დრო კი მიდის, მიფოხავს, და როგორც დაუშვებელით დაშვებული შეცოდება ისე გაიზარდა და ჩვენში დარჩა.
მწოლიარე ქალივით მშობიარობენ ახლა კანონები, ეს ბუნების კანონია თუ ცხოველურ ინსტინქტებზე შექმნილი აბსტრაქციები გაურკვეველია.
ჩვენ შევიგრძნობთ იმას, რასაც ვხედავთ, რასაც გვეუბნებიან, რასაც ვკითხულობთ, ჩემს წინ მწოლიარე ქალის შიშველი სხეულის ხიბლით ვგრძნობ როგორ ითიშებიან ადამიანები.
სწორედ დასასრულის დასაწყისია შემოქმედი.
სწორედ მასმედია თიშავს გონებას, სწორედ მონები ვხვდებით იმ ვიზუალური აღქმებიდან, რაც ჯერ მოყოლებული უძველეს დროიდან შექმნილი ვენერას დაბადებას უწოდებენ.
თამაშია ცხოვრება არა რეალური არამედ, როგორც ვირტუალური აქტი ვენერასთან.
შექმნილი მითებიდან აღმოვცდენდით და ქუხილის შიშით შევქმენით ზევსის ღვთაებრივი კომედია.
ადამიანებსს პასუხები ჭირდებათ, ამიტომ ყველაფერმა გადაბრალების უხეში ფორმით მოახდინა ახალი აპოკალიფსების შექმნა.
ვითარდება ადამიანი კი არა ტექნიკა, ვითარდება ადამიანი კი არა მისი მონური საწყისების ძიება როდესაც ჯერ კიდევ უუანარო კაცობრიობამ შექმნა ბელადები, შექმნა იმპერატორები, შექმნა მეეფეები, შექმნა რელიგია და შექმნა იარაღი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ცუდად არ წერთ, მაგრამ აქ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თქვით ყველაფერი არაფერზე და პირიქით. მგონია, რომ სათქმელის მეტად დაკონკრეტება არ აწყენდა ნაწერს. "შობავენ" არასწორი ფორმაა, უნდა "შობენ". ცუდად არ წერთ, მაგრამ აქ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თქვით ყველაფერი არაფერზე და პირიქით. მგონია, რომ სათქმელის მეტად დაკონკრეტება არ აწყენდა ნაწერს. "შობავენ" არასწორი ფორმაა, უნდა "შობენ".
1. ნახმარი სევდაა ყველაფერი. ნახმარი სევდაა ყველაფერი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|