 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 10 მარტი, 2013 |
ჯიხვმა თქვა: "დაბადებიდან მე ერთი რამე მაწვალებს, ვაი, თუ ჩემი რქებიდან, ღვინოს არავინ არ დალევს!"
ხარმა თქვა: "აბა მითხარით, თავი რა თავში ვიხალო, თუ ვერ ვიცოცხლებ, ვით ხარი, გუთანი მკითხავს – ვინ ხარო?!"
ცხენმა თქვა: "გემუდარები, შენ – ჩემო ბედისწერაო, არ დამიხუჭო თალები, ომი თუ ვნახე ვერაო!"
შველმა თქვა: "ბედს არ მივტირი, ტყვიამ ზურგი ნუ მაქციოს, ოღონდაც ჩემი სიკვდილი, ვინმემ მოთხრობად აქციოს!"
ღმერთმა ისმინა ყოველი, ამინ იყოსო - წარმოსთქვა! ოთხივე ბედის მთხოვნელი, საქართველოში ჩამოსვა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ძალიან მომეწონა ძალიან მომეწონა
18. რა საყვარელი ლექსია:)))ფინალი ძალიან მომეწონა:)
რა საყვარელი ლექსია:)))ფინალი ძალიან მომეწონა:)
17. რა საყვარელი ლექსია:)))ფინალი ძალიან მომეწონა:)
რა საყვარელი ლექსია:)))ფინალი ძალიან მომეწონა:)
16. დიდი მადლობა ლაკი :) გაიხარე! დიდი მადლობა ლაკი :) გაიხარე!
15. ღმერთმა ისმინა ყოველი, ამინ იყოსო - წარმოსთქვა! ოთხივე ბედის მთხოვნელი, საქართველოში ჩამოსვა! ძალიან ლამაზია , უფალმა გაგაძლიეროს ღმერთმა ისმინა ყოველი, ამინ იყოსო - წარმოსთქვა! ოთხივე ბედის მთხოვნელი, საქართველოში ჩამოსვა! ძალიან ლამაზია , უფალმა გაგაძლიეროს
14. გმადლობთ ყველას, თქვენი ინტერესი დამატებითი სტიმულია, გაიხარეთ! გმადლობთ ყველას, თქვენი ინტერესი დამატებითი სტიმულია, გაიხარეთ!
13. კარგი იყო, მომეწონა!!
ღმრთის წყალობა არ მოგკლებოდეს, ქართველო!!
ყველა სიკეთე კარგი იყო, მომეწონა!!
ღმრთის წყალობა არ მოგკლებოდეს, ქართველო!!
ყველა სიკეთე
12. მშვენიერია!!! მშვენიერია!!!
11. ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
თავფურცელი არა ტოროლა.. ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
თავფურცელი არა ტოროლა..
8. ბენ, მშვენიერია ) +5 წარმატებები .. ბენ, მშვენიერია ) +5 წარმატებები ..
7. კარგია...:) კარგია...:)
6. ძალიან კარგია, უფრო სწორედ დიდებულია ავტორმაც არ იცის როგორ ალეგორიულად დაიწერა:
"ჯიხვები" საქართველოში ბევრია , (ღვინო, ქალები, დუდუკი) "ხარი" - უფალმა გვა"ხაროს" ( გაი- ხარე, ტვირთი ღირსეულად უნდა ზიდო) "ცხენი" - ომის მონაწილეა მაგრამ არა მეომარი, შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი რომელიც ცხოვრების ომშია ჩართული, ხელოვნებით, სამსახურით, სიტყვით... "შველი"- საქართველოს შვილები, გმირები რომლებიც დაეცენ ბრძოლის ველზე, ქვეყნისთვის და ერისთვის.
შველმა თქვა: "ბედი არ მინდა, ტყვიამ ზურგი ნუ მაქციოს, ოღონდაც ჩემი სიკვდილი, ვინმემ მოთხრობად აქციოს!"
ღმერთმა ისმინა ყოველი, ამინ იყოსო - წარმოსთქვა! ოთხივე ბედის მთხოვნელი, საქართველოში ჩამოსვა!
მე ასეთ რეზიუმეს გავუკეთებდი, თავფურცელი ეკუთვნის
5+
ძალიან კარგია, უფრო სწორედ დიდებულია ავტორმაც არ იცის როგორ ალეგორიულად დაიწერა:
"ჯიხვები" საქართველოში ბევრია , (ღვინო, ქალები, დუდუკი) "ხარი" - უფალმა გვა"ხაროს" ( გაი- ხარე, ტვირთი ღირსეულად უნდა ზიდო) "ცხენი" - ომის მონაწილეა მაგრამ არა მეომარი, შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი რომელიც ცხოვრების ომშია ჩართული, ხელოვნებით, სამსახურით, სიტყვით... "შველი"- საქართველოს შვილები, გმირები რომლებიც დაეცენ ბრძოლის ველზე, ქვეყნისთვის და ერისთვის.
შველმა თქვა: "ბედი არ მინდა, ტყვიამ ზურგი ნუ მაქციოს, ოღონდაც ჩემი სიკვდილი, ვინმემ მოთხრობად აქციოს!"
ღმერთმა ისმინა ყოველი, ამინ იყოსო - წარმოსთქვა! ოთხივე ბედის მთხოვნელი, საქართველოში ჩამოსვა!
მე ასეთ რეზიუმეს გავუკეთებდი, თავფურცელი ეკუთვნის
5+
5. მომეწონა კარგია ++ მომეწონა კარგია ++
4. განსხვავებულია ძალიან! სიახლეა ჩემთვის პირადად! მომეწონა განსხვავებულია ძალიან! სიახლეა ჩემთვის პირადად! მომეწონა
2. jonatan livingstoni მეც შვლის ნათქვამი მომწონს მეტად :) jonatan livingstoni მეც შვლის ნათქვამი მომწონს მეტად :)
1. იდეა-ძალიან კარგი, შესრულებასაც არაუშავდა, შვლის ნათქვამი ყველაზე კარგი იყო. იდეა-ძალიან კარგი, შესრულებასაც არაუშავდა, შვლის ნათქვამი ყველაზე კარგი იყო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|