ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2013


------------

უცხო თვალებში წაკითხული ჩემი ამბავი..
მწარე ღიმილში გარეული სევდა გულს მტკენდა!
ირონიაში ჩაძირული ყოველი წამი,
მიადვილებდა ყველაფერი ალალად მეთქვა..

გამიადვილდა გადალახვა იმ დიდი ზღვარის
ამქვეყნიური სიძლიერით რომ ინთქმეოდა
თანდათანობით მარწმუნებდა ყოველი წამი
რომ წარმოდგენა სრულყოფილის კვლავ იმსხვრეოდა.

თურმე ყოველი სიტყვა იყო საპრიზო ფარსი,
აზრი ყოველი ციტატისა ღვარძლიანისა..
და ყოველმხრიდან მიყურებდა ათასი თვალი..
თვალი, მოსილი სიცრუითა დასაბამიდან..

ბოლოს გავიგე, მისი ნდობა თურმე არ ღირდა,
და რომ ყოველი ფიქრი ჩემი იყო შეცდომა
მივუყვებოდი ბილიკს მთისას სიბნელის მიღმა
და ყურს ვუგდებდი უცხო ხმას რომ მთხოვდა შენდობას..

დღეს მიხარია ყველაფერი ასე რომ მოხდა,
თუმცა ცრემლები სიბრაზისა კვალავაც რომ მახრჩობს!
ხვალ?! გავუყვები ნაცნობ ბილიკს ეკლესიისას
აღსარებაში დავივიწყებ ამ ტკივილს მარტო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები