ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტორეადორი
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2013


მინდა გავფრინდე...

ჩუ... გევედრები, არ მკითხო  რატომ...
მადროვე, ვიმღერ ამ სონეტს მარტო;
რარიგ ცეკვავენ ტილოზედ ფერნი-
ირაოს ქარგით კეკლუცად მფრენნი...
ჩუ... გევედრები, არ მკითხო რისთვის,
რატომ გვაშინებს გრაალი რისხვის,
სამართლიანი?! თან აკრძალული,
თან გიჟი გზნება - ამორძალური...
ჩუ... გევედრები, არ მკითხო როდის,
ტკივილი რა დროს გადავა - ლოდის...
აგრერიგ მძიმის, ასე მსუბუქის -
ამ ვნებიანი, შმაგი ქარბუქის...
ჩუ... გევედრები... მე გავირინდე...
ასე ლაჟვარდად მინდა გავფრინდე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები