ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2013


მატყუარა ვარ


მანახე ადამიანი,რომ ჩავეხუტო და აღარ გავუშვა,
მითხარი გზა, რომლითაც ჩვენ ღმერთთან მივალთ.
                                                ლადო ბურდული     



მე გამყავს დრო
მოცემული წუთებით ვქრები
მე გამყავს დრო
ჩემს სიყალბეს ბოლომდე ვებრძვი.
გულგრილობის მთავართან ვამბობ
მე მძულს,
მე მძუუუუუუუუუუუუუულს
სიყალბე.

მატყუარა ვარ ჩემო დაცემულო დედოფალო,
მე გეძახდი მკვდრები ბავშვების ჩუმი მელოდიის ფონზე.
ყალბი ვარ,
მატყუარა ვარ,
აფერისტი ვარ
და ვითხოვ შველას დაცემული ჩემი სულისგან.
მე მოგატყუე ღმერთო,
მე აფერისტი ვარ,
არ დაიჯერო ჩემი სიტყვების.

ვლოცულობ არა გულით,
მოვალეობის სულელური ფიქრი მასაზარდოებს
ინერციას მივყვები,
უაზრო გაუაზრებელ გრძნობებს ვებღაუჭები.
მე წამართვეს, წამართვეს სიყვარული,
ჩემი გულწრფელი
ნამდვილი სიყვარული.

მე მატყუარა  ვარ,
ღმერთო მე შენი აფერისტი შვილი ვარ,
მე მატყუარა ვარ,
ბუნკერში ჩაყრილ ნაგავთაგან ყველაზე ტკბილი -
სნიკერსის ქაღალდივით გულგრილი,
არარაობის სამეფოში ველად გაშლილ ხელოვნურ ერთსულოვნებას ვგმობ,
მე ვგმობ ჩემს სულელურ ფიქრებს,
მე მეცოდება ჩემი ბავშვური გულწრფელობა.

მე ვგმობ ჩემს თავს,
მე აფერისტი ვარ,
საამაყოა მხოლოდ გულწრფელობა,
მე მატყუარა ვარ ღმერთო,
ნუ მენდობით ადამიანებო,
მე მოგატყუებთ,
მე ამ გახრწნილ საზოგადოების
აფერისტი,
მატყუარა, სულელი
შვილი ვარ.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები