ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაია დი.
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2013


ჩემს იმერეთს

ხარისთვალება ჩემო სოფელო,
ჭირნახულით და სითბოთი სავსე,
გუთნის დედა ხარ, სიბრძნის საწყაო,
მოგონებების ამშლელი ღამის,
გამახსენდება ველის ყაყაჩო,
ტყეებში ღალღის უხმო ძახილი,
მწყერის ჭუკჭუკი, მწერთა ბზუილი,
ქარის ბღავილი ხევს მოტანილი.
შენ ხარ სიზმარი ჩემი ბავშვობის,
ციცინათელა, მინათებ წყვდიადს,
ნატვრის თვალი ხარ, სიკეთის კალთა
და შენს ბუდეში არწივებს ზრდიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები