მომწონს ის, რომ შენს ცნობიერებაში ვიმყოფები, თუმცა, ხანდახან მარტოობის მეშინია ხოლმე.
ზოგჯერ, აქ გადაშლილ ველებს მივეკრობი, რომლებიც ხორბლის მარცვლებით იწვერებიან მზისკენ, ზუსტად ისე, როგორც მე ვცდილობ ფესვების ამოზიდვას და მაღლა აწეული ტოტების ცამდე მიტანას.
რაც შეეხება ჩემს ტოტებს, ისინი თითქმის კვეთენ სიშორეს, ფორთოხლისფერ ცას, რომელიც მარადიულად მზისჩასვლაზეა გაჩერებული. ჰორიზონტს მიღმა კი, მხოლოდ ჩემი ფოთლები ჩადიან, მისი სხივებით მოოქროვილნი, რა დროსაც, გაზაფხულისთვის დამახასიათებელ შრიალს ტეხავენ.
და მაინც, აქ მთელი წელი გაზაფხულია, დროის სეზონები წამს მიეყინა: ყვავილები, სანახევროდ ყვავიან სამომავლო გაფურჩქვნის მოლოდინით, პეპლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან, რომ კოკონები დატოვონ და ახლად ამოსული ბალახის სურნელს მოუცავს არე. აქ ყოველთვის არის დრო, იმისათვის რომ ყველაფერი ახლიდან დაიწყო, რომ მუხასავით ბრძენი გახდე და აყრილი ტანი მიუახლოვო ზეცას.
აქ არც ისე ცუდია ყოფნა – შენს გონებაში, თუმცა, მარტოობისგან ხანდახან ვიწყენ. ამ დროს კი, ის აურა შემახსენებს ხოლმე თავს, რომელიც ჰაერმა შეინივქარა: შენ ეს ადგილი შეჰქმენი მაინც, ყველაფრის მერე...
ხანდახან აღმოვაჩენ ხოლმე, რომ თურმე ვიღაც გოგო მწვევია, როცა ჩემს მოპირდაპირედ შემოაჯდება მანქანას და გვერდით მოკალათდება; დაისის სხივებში ამოვლებული და ასე, წყნარად და სასიამოვნოდ კითხულობს ხოლმე წერილებს,
რომელთა შიგთავსიც სწორედ ისე გამოიყურება, როგორც მანქანის საბარგულზე მოთავსებული მისი სხეული, მაგრამ ამის მიღმა, მუდამ იმალება რაღაც – გაცილებით მეტი, რასაც შესანიშნავად ნიღბავს მისი სახე და მხოლოდ სევდის ნაპერწკალი თუ გასცემს ხოლმე, მისი თვალებიდან გადმოვარდნილი. ხელები რომ მქონდეს, მოვეხვეოდი და გაშლილ თმაზე მოვეფერებოდი მაგრამ, ამჯერად, ეს უცხო გოგო, ფიქრით გართული, დუმილს არ არღვევს.
ის, შენ გგავს, ამასაც გეტყვი; მე შეიძლება უბრალო ხე ვარ, მაგრამ უფრო შორს ვხედავ ჩემი ტოტებით, უფრო ღრმად აღვიქვამ, ჩემი ფესვებით და ვიცი, რომ მასაც უხარია ის, რომ შენც აქ იმყოფები.
a tree.
i like it here in this mind of yours although it does tend to get a bit lonely.
sometimes i cuddle the surrounding fields which are gushing with stalks of wheat as i stretch out my roots underneath the ground as far as i can reach
and as for my branches, well they reach far into the beautiful orange skies as the everlasting sunset casts patterns of my golden leaves onto the ground and they rustle in the gentle breeze typical of spring.
it's spring time all year round, here the fluent features of time, frozen: the flowers always mid-bloom, await their future prosperity; butterflies find themselves ready to emerge from their cocoons, and that smell of freshly cut grass lingers. there's always time for a new start and i'm always growing bigger and wiser.
it's not so bad here, in this mind of yours although it does tend to get a bit lonely. but the aura of your presence always sparkles in the air; you did make this place, after all.
and sometimes i find myself visited by a lady who sits against my trunk; she basks in the beautiful sunset and calmly, and pleasantly reads.
she looks content as she sits but there's always something more, something hiding in her expression and a glisten of sadness in her eyes. if i had arms i would curl them around her and stroke her flowing hair. but for now she just sits quietly, this strange, wistful girl.
she likes you, i can tell; i may just be just a tree but my insight stretches as far as the tips of my branches- and as you watch over us she's happy that you're here.