დღეს მომენატრე და სუნთქვა მიჭირს, თუმცა, გრძნობები ნელ-ნელა ცვდება. დრო კი არ მიდის,არამედ მიქრის, უკანასკნელი იმედიც კვდება... მე არა,ახლა ბუნება ტირის, კვლავ გადავწყვიტე, წავიდე ჩუმად, ბოლო მოვუღო უეცარ ტკივილს და მივუყვები ნაწვიმარ ქუჩას. დღეს მოთმინების ძაფი გამიწყდა, როგორ?მომბეზრდა უაზროდ მოცდა. მინდა, ახლავე ცაში ავიჭრა, თავად უფლის წინ რომ შევძლო ლოცვა. თქვენ,ვიცი, ფიქრობთ-ალბათ უყვარდა... რა ვქნა,კითხვაზე არ მაქვს პასუხი. ცვალებადი ვარ. ეს თუა ცოდვა... გულს კითხეთ, იწვის გრძნობის ალმურში? მოიცათ,პულსი რაღაც აჩარდა. ძარღვებში სისხლი ამტკივდა უხმოდ. უბრალოდ, ვხვდები, უკვე დამთავრდა! წარსულსაც შენს თავსაც უსიტყვოდ ვუთმობ!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ავტორი: ივდო-ოტობარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0 ავტორი: ივდო-ოტობარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|