ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ1313
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2013


შეგუება-პარადოქსი

დილაა რაღაც უბრალოზე უბრალოდ მეტი,
ასე თენდება უშენობით და მერამდენედ
სიზმრებს ვინახავ დიადებით სამყაროს სხვენში,
და ღიმილს მოგგვრით,უსათუოდ,დიადო დემონ!
ახლა სიზმრებმაც თუ მიიღეს სხვაგვარი ფერი,
იქაც არ მოხვალ,ალბათ,ძნელად გასარისკია.
გალაკტიონს რომ ასე ძლიერ უყვარდა მერი,
ჩემთვის ბედს ნიშნავს,შენთვის ესეც ალეგორია.
შავი სიჩუმით იმოსება ბინდი და წვიმაც
სულს უფრო მეტად დამისველებს,ვიდრე სამყაროს,
ფარდების მიღმაც არ მთავრდება სპექტაკლი რადგან,
დავმთავრდით ასე და რატომღაც პათოსი მათოვს.
ჩვენს შორის ისევ ბინდი ჩნდება მესაიდუმლე,
როგორმე სულსაც მოუხდება შავი სამოთხე,
ქარი რომ ვერ შლის ,გადასერილ ზეცაზე ღრუბლებს,
წვიმად იცლება და გიბრუნებ ,სულს ,რომ მათხოვე.
ისევ ,წვიმიან ამინდივით მონოლოგს, ვყვები,
ჩვენი სულების შეფარდებას რატომღაც ვკვეცავ,
ვიცი გაფრენას არ სჭირდება ,ძვირფასო,ფრთები,
და მაინც,მაინც მე უშენოდ ვეღარ გავბედავ.
დილაა ისევ უბრალოზე უბრალოდ მეტი,
ისევ თენდება უშენობით და მერამდენედ,
სიზმრებს ვინახავ დიადემით სამყაროს სხვენში
და მეც ვიღიმი თქვენთან ერთად ,დიადო დემონ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები