 | ავტორი: კახელი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 19 მარტი, 2013 |
რა არის ღვინო? სისხლი უფლისა. ადამიანი არ უნდა გაუთამამდეს მას, არ უნდა შეურაცხყოს! ახლა მე მინდა გესაუბროთ იმ ერთ-ერთ საშინელებაზე, რომელიც დაკავშირებულია ღვინოსთან, კერძოდ კი მის "კოქტეილად" გადაქცევაზე. ღვინო ეს არის სიწმინდე არა მხოლოდ ქართველი ერის, არამედ მთელი ქრისტიანული სამყაროსი და კაცი, რომელიც მასში ურევს ათასგვარ შხამ-ქიმიკატებს, რეალიზაციისა და მეტი მოგებისთვის, ყიდის ქვეყანასაც და რწმენასაც. სამწუხაროდ საქართველოში, ამ უძველეს ღვინის კულტურის მქონე ქვეყანაში, ძალიან ბევრმა არ იცის თუ რა არის ჭეშმარიტი ღვინო, რითი განისაზღვრება მისი სისუფთავე, გემო და არომატი. მე წარმოშობით კახეთიდან გახლავართ და საკმაოდ კარგად მომეხსენება ადამიანთა დამოკიდებულება ღვინის მიმართ. ბევრჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ სხვა კუთხიდან თუ ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს გავასინჯებდით ორნაირ ღვინოს. ერთზე ამბობენ: "გრადუსი სქვს, მაგრამ არც ისე გემრიელია", მეორეზე: "ტკბილია, გრადუსიც აქვს, ალბათ უფრო მ წ ი ფ ე ყურძნითაა დაწურული". შემდეგ კი იმ "კარგ" ღვინოს, რომელიც მხოლოდ ორლიტრიან ჭურჭელში გვესხა ხოლმე (მეორე ღვინით კი სავსე გვქონდა ქვევრები), მათ თვალწინ გადავღვრიდით და ვუხსნიდით სიმართლეს, რომ ეს იყო დაყენებული და არა სუფთა, 50% ღვინო, 40% შაქარ-წყალი და 10% სამედიცინო სპირტი. სამწუხაროდ ყველა ჩვენსავით როდი ცდილობს თვალი აუხილოს ხალხს, ბევრისთვის ეს ბიზნესი და ფულის შოვნის მარტივი საშვალებაა. ღვინის, შაქარწყლისა და სპირტის (ხანდახან კი უარესს, დიმედროლსაც კი ურევენ) "კოქტეილი" უკეთ იყიდება, ვიდრე ქრისტეს სისხლი, ბევრი გლეხი თვითმოხმარებისთვისაც კი აყენებს ასეთ "კოქტეოლებს", სახვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალკოჰოლში გარეული "უწყინარი" შაქარი საწამლავად იქცევა. ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყნისა და რწმენის ღალატია, რომელიც გამოწვეულია ქართველთა უცოდინრობით და სიხარბით. და ბოლოს, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე გავიმეორებ დიდი ილიას სიტყვებს: "რა გითხრათ? რით გაგახაროთ?"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ვიზიარებ გულისტკივილს. ვიზიარებ გულისტკივილს.
1. აი ნამდვილი კახური სიმართლისმოყვარეობა და ალბათ ცოტაოდენი სიჯიუტეც, საკუთარ თავს აზარალებთ (ღვინის ჯერ გაფუჭებას, ხოლო შემდეგ გადაღვრას ვგულისხმობ) რათა სხვას სიმართლე დაუმტკიცოთ და ასწავლოთ, სწორედ ამიტომ გცემთ პატივს კახელებო, ჯიგრები ხართ, სამწუხაროდ ცოტას თუ გამოჰყვა ასეთი ხასიათი. +2 ჩემგან, მართლაც მტკივნეული თემაა. წარმატებები :) აი ნამდვილი კახური სიმართლისმოყვარეობა და ალბათ ცოტაოდენი სიჯიუტეც, საკუთარ თავს აზარალებთ (ღვინის ჯერ გაფუჭებას, ხოლო შემდეგ გადაღვრას ვგულისხმობ) რათა სხვას სიმართლე დაუმტკიცოთ და ასწავლოთ, სწორედ ამიტომ გცემთ პატივს კახელებო, ჯიგრები ხართ, სამწუხაროდ ცოტას თუ გამოჰყვა ასეთი ხასიათი. +2 ჩემგან, მართლაც მტკივნეული თემაა. წარმატებები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|