ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანაბელი
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2013


აზრები ერევა ცას და დედამიწას…

გონება მერევა
და თავბრუ
მეხვევა…
აზრები  ერევა
ცას
და
დედამიწას…
მე მინდა გაფრენა
შენ გინდა დარჩენა
სხვადასხვა აზრები
ყოვლთის გვექმნება…
მე მინდა კრიალა
ლურჯი ცა
სავსე მზით
შენ მოგწონს ქარი
და ქუჩებში ნისლები…
მე მიყვარს წვიმა
და სისველე წვეთების
შენ მოგწონს
თოვა და ფაფუკი
ფიფქები..
მე მომწონს ლექსები
და მიყვარს მუსიკა…
შენ გიყვარს გიტარა
და ღამის თენება…
მე მინდა სირბილი
ცვარიან დილაზე
შენ ღამე გინდა
და დალევა დილამდე…
მე მიყვარს ზაფხული
შავი ზღვა… თოლია
შენ მოგწონს არწივი
მაღალი…. დიდი მთა…
მყინვარზე მეასედ
დიდებით ასვლა
და დიდების დალაშქვრის
ხმამაღლა დალოცვა
უფალი შენცა გწამს
მაგრამ მე ზედმეტად
მე ვიცმევ თბილად
და ხანდახან ცეტრეტად
შენ მუდამ გაცვია
ჟამების საფერად
ატარებ ქუდს და წვერს
დარდებს და სასმელსაც…
დადიხარ ლაღად
და არავინ გადარდებს
მე მუდამ ხალხის და
სხვის აზრი მადარდებს….
გვემთხვევა ხანდახან
კიდევაც აზრები…
მუსიკით ვახლოვდებით
და ფიქრთა ქაოსით…
კარგია ცხოვრება
შენ მყავხარ რა დროსაც
კარგია ცხოვრება
ვემთხვევით როდესაც….
გონება ერევა
ცას და დედამიწას
ჩვენ თუ აგვერია
მაგითი რა მოხდა…..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები