 | ავტორი: აპარმიჟ- ჟანრი: პოეზია 22 მარტი, 2013 |
ვარ, ისევ უხასიათოდ და "ფეხებზე მკიდია" განწყობას მიქმნის სივრცე (არა გუშინდელიდან!). გარეთ არ გავალ, მკიდია: რა ხდება, რა ამინდია, – ეს ინტერესიც (ბოლო), გონებას გამოერიდა.
ისევ ყავა და ფერფლი, ისევ "Bob"-ი და "Ane" ავსებს ორგანიზმს – დაცლილს, როგორც მუსიკა – ოთახს. სულ ფეხებზე მკიდია: მაინც არ გავალ გარეთ! უკვე ყელში მაქვს ქვეყნის, ბილწი მიხვრა და მოხვრა.
ჭირსაც წაეღოს თუნდაც, თუნდაც გამოღრღნან მგლებმა, ყველა როსკიპი სული, ყველა პირფერი და მთხლე! სხვას, რას ვიხილავ ახალს? როცა დაძველდა კდემა და ახალმოდურ ხედვას, ყველა, გესლივით ანთხევს.
გამოკეტილი კარით, სამყაროს ვკეტავ უფრო, ისევ ყავა და ფერფლი, ისევ "Bob"-ი და "Ane"... ვარ ისე უხასიათოდ, რომ თავს აღვიქვამ უცხოდ... გარეთ არ გავალ, მაგრამ, რა ვუყო დაგროვილ თავნებს?..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|