ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2013


***

  ღამე ჰკიდია ბოქლომივით დარდის დარაბებს,
  ბოლთას სცემს ფიქრი მოდეპრესიო.
  წინათგრძნობებმა ჩემი ოთახი ისე დანაღმეს,
  როგორც წესია...
  უტყვად ჩაბარდა სიყვარული ხსოვნის სქოლიოს,
  ჰგავს მარტოობა ნდობით აღჭურვილს.
  მგონი, სხვა გვერდით არც ვინ მყოლია,
  ჩემი ნატურის...

  * * *
ძლივს ამოვყვინთე სიზმრის ტბებიდან,
ქვეშ დაიგუბა სიღრმე ბალიშმა.
დღემ შეიმოკლა თეთრი თმები და
ღამის გასაძლებ სიგრძეს  მანიშნებს.
დგას სიმარტოვე ღამის პერანგით,
და თარგმნის ღამე ჩვენს უხმო სინქრონს.
"დღეს" გავიხსენებ, როგორც ძველ ამბავს,
ამაღამ თავქვეშ სიღრმეზე ვფიქრობ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები