ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2013


ლიფტი (11.04.07)

სადარბაზოში ლიფტს ელოდება სველი გოგონა,
გამტყდარ ფანჯარას აურეკლავს ვარსკვლავთ კოლონა.
რკინის კარს იქით, მეზობლის ძაღლი აგრძელებს ყეფას
და მღვრიე გუბეს ვერცხლის მთვარე კვლავ უშვერს კეფას.
ნაწვიმარ ასფალტს სუნი ასდის ვარდის მარტინის,
სადღაც, ხიდის ქვეშ, ბიჭი იხდის ხალათს, სატინის.
სადღაც სწყუეიათ, სადღაც შიათ, სადღაცა სცივათ
და აფეთქებულ ბროწეულებს კვირტები სცვივათ!
ომში წასულებს დღესაც ისევ ისე ელიან,
ვით მეორე დღეს, დედის ყოფაც ძალზე ძნელია.
შვილის წერილიც აღარ მოვა აწი ომიდან,
ომი გათავდა... შვილი მოკვდა... ლიფტიც მოვიდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები