ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანუნია
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2013


  ჩამოტვირთვა

ვედრება

შევედი გერგეთს, მუხლ მავიდრიკე,
მანდილს ვიფარებ პირთა,
გულს ყურთ ვუდებ და
სანთელსა ვანთებ
ჩემებრ ტანჯულს და მტირალს.
ღმერთსა ვავედრებ ამ წმინდა გრძნობას
ამ სულიწმინდას ნიჭსა,
სული მელევა,
გრძნობა მერევა,
მე მუხლმოდრეკილს, მტირალს.
უფალსა შევსთხოვ ცოდვათ შენდობას,
ჯერთ გულსა ვიწმენდ,ვფშვინავ!
მამრე ხელებს ვწევ, ზეცას შევყურებ,
დიდებას ვამბობ მისას!
დიდება მარად, წმინდა სამებას
მამას,ძეს სულსა წმინდას!
ღმერთს,ერთარსებას,დაუსაბამოს
ჩვენსკე მამზირალს მშვიდად.
თბილი თვალებით,
სულის შემძრავი
მამა-შვილობის ღირსად,
ჩვენ ის მიგვიჩნევს,
ჩვენ კი უმადლოდ
ქედს არც კი ვუდრეკთ წმინდას!
ვაი,ბედკრულო,შენ,ჩემო თავო!
რაღას მოელი მისგან?!
დაგბადა,გასვა დედის ტკბილი რძე,
გაგზარდა,დაგსვა შვილად.
საქმის გარეშე, თვისა განგებით
დაუმადლებლად,მშვიდად.
შენ დაგაყენა მის სამსახურად
არ უნებლიეთ,ღირსად.
შენ კი გაექეც ლამაზ მდელოებს
ხრიოკი გირჩავ, რისად?
ახლა მოსულხარ, შენდობას ითხოვ
არც რა გრცხვენია რისა.
განა არ იცი, შენ თუ უარყავ
არ დაკნინდება სახელი ღვთისა?
ეს ჩვენ გვაკლდება,როგორაც პეტრეს
უყვარდა,გასცა რისად?
მას შეეშინდა ხორცის ტკივილის
განა სულს ყიდდა ღვთისას.
თუმცა უმალვე მოინანია
დამწყსო ცხოვარი ღვთისა.
აწ, მე ცოდვილი შემოგავედრებ
ჩემს თავს დაცემულს,მიმხდალს,
მომეალერსე, უფალო, კვლავაც
გულში ჩამიკარ, მითხარ,
რა გავაკეთო, რომ ეს ცხოვრება
მე გავატარო ღირსად.
შენ შემახვედრე ჩემი ნეკნისა
რომ ეს სურვილი ღვთისა
მე აღვასრულო მისი განგება,
შვილი ვუმრავლო გმირსა,
სამშობლოს ჩვენსას, მრავალჭირნახულს,
ჩვენს საქართველოს,ტკბილსა.
ჰე,შენ მამულო, მიწა ილევა,
სისხლს გვიყიდიან ძმისას,
მასში გაჟღენთილს, მამა-პაპათა
ძვალთ-საცავთ ჰყიდვენ ძვირსა.
ქართველთ შერცხვენა სად გაგონილა
ღმერთმა დალოცა რისად?
რისთვის გვიმრავლა ყორან-ყოვები
გარშემო მუხის ძირსა?!
ის,ხომ ოდითგან გვაძლებინებდა,
სისხლს გვანახებდა მტრისას.
ღმერთმა მოგვხედოს ქართველთ ქალ-ვაჟებს
არ დაგვევიწყოს ღვთის ხმა,
ვითარცა ცხოვარს თვის მწყემსის სიტყვა,
სულ ურჩევნია სხვისას.
აგრე გვესმინოს,გვედიდებინოს
ქართველო, ჩვენის ღმრთისა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები