ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2013


მე მახსოვს...

მე მახსოვს გულით პირველი ლოცვა,
სულის სხეულთან გაყრა ვიგრძენი
და ერთადერთი ფიქრი, რაც მქონდა,
მინდოდა, უფალს შეენდო ჩემთვის.
მაინც ტანჯვაში გათენდა დილა,
არ მშორდებოდნენ შავი ფიქრები,
მერიდებოდა ხატებთან მისვლა...
ვინა ვარ ახლა,ხვალ ვინ ვიქნები?!
ჩარჩოში ჩასმულ ცხოვრებას ვებრძვი
და ვგმობ დადგენილ წესებს,კანონებს.
მერე რა ვუყოთ, სიკვდილი მეტრფის
არ ვიცი, რითი მოვაჯადოვე...
როგორღაც ჩემი გამაქვს ჯიუტად,
ლექსებს და წამლებს დოზებით ვიღებ,
თუმც მეგობრებშიც მყავდა იუდა,
სიცარიელეს ვერავინ მივსებს.
ღმერთო, მიშველე,ფიქრები შემშლის,
ამ დამძიმებულ სულს ვეღარ ვუძლებ.
რამდენი რამე დავმალე ლექსში,
იმ დღიდან დღემდე,ბეწვის ხიდს ვუმზერ...
                                   
                                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები