 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 5 აპრილი, 2013 |
ოთახში ტრიალებს სურნელი ოლეანდრის, თურმე, ამ სილამაზეს მოწამვლაც შეუძლია. სხვა მეტი არაფერი, უბრალოდ, მომენატრე, თვალიან-ყურიანად, გულიან-სხეულიან... ლარნაკზე გადაკიდეს კისრები ყვავილებმა, გულწასულ ქალებს ჰგვანან, წყალიც კი მივასხურე. ახლა ეს წარმოსახვა კარივით გაიღება, ისეთი აღმოჩნდები, ნატვრა რომ იმსახურებს... მომბეზრდა ნახევრობა, ერთისთვის ერთია და... წუთები კისრისტეხით თავს გზა-კვალს აუბნევენ. არასდროს მიფიქრია უფრთებოდ მეფრთიანა, უზადოდ შესძლებია შენს მზერას საუბარი... სათქმელის სიშიშვლესთან ვიცოდი მიმიშვებდა, ძლივს დათმო სიმარტოვემ სიფხიზლე შიმუნვარის. და სანამ შუაღამე მთვარის ვერცხლს იშიშვლებდა, რაც მოხდა, ყველაფერი ქალურად ვიუარე... 04.04.13
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ისეთი აღმოჩნდები, ნატვრა რომ იმსახურებს... ისეთი აღმოჩნდები, ნატვრა რომ იმსახურებს...
13. "ლარნაკზე გადაკიდეს კისრები ყვავილებმა, გულწასულ ქალებს ჰგვანან, წყალიც კი მივასხურე. ახლა ეს წარმოსახვა კარივით გაიღება, ისეთი აღმოჩნდები, ნატვრა რომ იმსახურებს..." + + + ისე მეწყინა ეს ლექსი რომ გამომრჩენია, როგორ გამომრჩა არ ვიცი. აქ როცა შემოვდივარ ორი რამ წინასწარ ვიცი: დამხვდება თვითნაბადი კრისტალივით ბუნებრივი ნაწერი, წყაროს დაბადებასავით სუფთა, განსაკუთრებული სტილით და არაჩვეულებრივი ფინალით.
"და სანამ შუაღამე მთვარის ვერცხლს იშიშვლებდა, რაც მოხდა, ყველაფერი ქალურად ვიუარე... " აბა როგორ არ მომეწონოს? ჰოდა მეც რამდენს ვლაპარაკობ. :) ხუთი ქულა მოკლედ და კონკრეტულად. "ლარნაკზე გადაკიდეს კისრები ყვავილებმა, გულწასულ ქალებს ჰგვანან, წყალიც კი მივასხურე. ახლა ეს წარმოსახვა კარივით გაიღება, ისეთი აღმოჩნდები, ნატვრა რომ იმსახურებს..." + + + ისე მეწყინა ეს ლექსი რომ გამომრჩენია, როგორ გამომრჩა არ ვიცი. აქ როცა შემოვდივარ ორი რამ წინასწარ ვიცი: დამხვდება თვითნაბადი კრისტალივით ბუნებრივი ნაწერი, წყაროს დაბადებასავით სუფთა, განსაკუთრებული სტილით და არაჩვეულებრივი ფინალით.
"და სანამ შუაღამე მთვარის ვერცხლს იშიშვლებდა, რაც მოხდა, ყველაფერი ქალურად ვიუარე... " აბა როგორ არ მომეწონოს? ჰოდა მეც რამდენს ვლაპარაკობ. :) ხუთი ქულა მოკლედ და კონკრეტულად.
12. სრულიად ყველა კომენტარს ვეთანხმები. 5! სრულიად ყველა კომენტარს ვეთანხმები. 5!
11. ყვავილების დეკორაციის ფონზე ნაჩვენები შინაგანი სევდიანი ფორიაქი, შესაბამისი რიტმითა და ავტორისეული დახვეწილი მანერით. ყვავილების დეკორაციის ფონზე ნაჩვენები შინაგანი სევდიანი ფორიაქი, შესაბამისი რიტმითა და ავტორისეული დახვეწილი მანერით.
10. ქალის შინაგანი სამყარო! კარგია! ქალის შინაგანი სამყარო! კარგია!
9. მიყვარს ეს მელოდია.
ოთახში ტრიალებს სურნელი ოლეანდრის, თურმე, ამ სილამაზეს მოწამვლაც შეუძლია. სხვა მეტი არაფერი, უბრალოდ, მომენატრე,
და ეს განწყობა.
არასდროს მიფიქრია უფრთებოდ მეფრთიანა, უზადოდ შესძლებია შენს მზერას საუბარი...
მიყვარს ეს მელოდია.
ოთახში ტრიალებს სურნელი ოლეანდრის, თურმე, ამ სილამაზეს მოწამვლაც შეუძლია. სხვა მეტი არაფერი, უბრალოდ, მომენატრე,
და ეს განწყობა.
არასდროს მიფიქრია უფრთებოდ მეფრთიანა, უზადოდ შესძლებია შენს მზერას საუბარი...
8. მთვარის ბასრ პირზეც შეგძლებიათ ფეხშიშველს გავლა... და რა ნაბიჯებით! მთვარის ბასრ პირზეც შეგძლებიათ ფეხშიშველს გავლა... და რა ნაბიჯებით!
7. ოლეანდრები-თეთრი, ვარდისფერი, მშვენიერი..და საშიში.
"ახლა ეს წარმოსახვა კარივით გაიღება, ისეთი აღმოჩნდები, ნატვრა რომ იმსახურებს... მომბეზრდა ნახევრობა, ერთისთვის ერთია და..."
ოლეანდრები-თეთრი, ვარდისფერი, მშვენიერი..და საშიში.
"ახლა ეს წარმოსახვა კარივით გაიღება, ისეთი აღმოჩნდები, ნატვრა რომ იმსახურებს... მომბეზრდა ნახევრობა, ერთისთვის ერთია და..."
6. მშვენიერი........ და სახიფათო!........
ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
პატივისცემით,
მშვენიერი........ და სახიფათო!........
ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
პატივისცემით,
5. სათქმელის სიშიშვლესთან ვიცოდი მიმიშვებდა, ძლივს დათმო სიმარტოვემ სიფხიზლე შიმუნვარის. და სანამ შუაღამე მთვარის ვერცხლს იშიშვლებდა, რაც მოხდა, ყველაფერი ქალურად ვიუარე...
ძალიან მოეწონა არტეს:)5+++++++++++ სათქმელის სიშიშვლესთან ვიცოდი მიმიშვებდა, ძლივს დათმო სიმარტოვემ სიფხიზლე შიმუნვარის. და სანამ შუაღამე მთვარის ვერცხლს იშიშვლებდა, რაც მოხდა, ყველაფერი ქალურად ვიუარე...
ძალიან მოეწონა არტეს:)5+++++++++++
2. მომწონს მე ეს გვერდი ++ მომწონს მე ეს გვერდი ++
1. ძალიან ქალურ და სენტიმენტალურ ლექსებს წერთ. სასიამოვნო წასაკითხია პირველ რიგში ესთეტიკის მხრივ. წარმატებები ++ ძალიან ქალურ და სენტიმენტალურ ლექსებს წერთ. სასიამოვნო წასაკითხია პირველ რიგში ესთეტიკის მხრივ. წარმატებები ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|