ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანუნია
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2013


მოხევის დატირება

დაჰხე მოხევეს, როგორ გაჰქუსლა
მტრის კვალს უმალვე ბუღი აუშვა,
სრბოლით მიიჭრა, ცხენით გადმოხტა,
ხმალი იშიშვლა, ჟინი აუშვა,
თვალებს შახედეთ, ცეცხლი აუნთავთ,
გულში მშობელი მიწის აუგად
შემხებს გადუხტა და ხმალი გულსა,
ღრმად განიმუსრა,მტერისა მკერდი
ალალად მიხდა, ხელს უწვდის რისად?
ეს ხომ დიადი გმირის ქცევაა
არ მიმტოვებლის მყოფისა ჭირსა,
რა ქნას თუ მასაც ავალდებულებს
სამშობლო ავის მქმნელისა სისხლსა.
მუხლთ დაიჩოქა, ჭრილობას უხვევს,
მაგრამ არც ახლა ამცდარა მიზანს,
ოხრავს ვაჟკაცი, ისიც გმირი თვის
სამშობლოსათვის მარად ჟამს მზირალ,
აღსარებას თხოვს მტერი ,,მოყვარეს"
ვით სამარიტელს, ვინაც გაიგო მისი ტკივილი,
ვინ იცის იქნებ ერთ დღესაც თვითაც
დარჩენილიყო სვავთა საჭმელად,
მაგრამ მოხევე რისი გმირია
თუ ვერ შეიძლოს ყვარება მტრისა,
და აწ მიმხდალი მტრის მკერდსა რისხვით,
ეამბორება, გულს იცემს მჯიღსა,
ითხოვს შენდობას..მომაკვდავს ჰფიცავს,
რომ როგორც ვაჟკაცს შეჰშვენის ღვთისას
მას მიაბარებს სამარეს ღირსად
და მის სამშობლოს მიიღებს თვისად.
და აჰა, კვნესა აღმოჰხდა გმირსა,
ვითარც მოყვარეს დღევანდელ დღისას,
მან დააფიქრა ვაჟკაცი თვის თავს,
რა რიგ ძნელია მოუკლა შვილსა,
მამა - ღვთის კაცი,
სამშობლოს ფარი, მოყვრის ქომაგი
და ცოცხლივ მდგარი
ღვთის სამსახურად და მტრის სამუსრად.
ვაჰ, შენს მოხევეს, როგორა დარდობს!
თითქოს ძმის გული ეგმიროს ხმლითა,
ახლა ის მოსთქვამს ღვთისა წინაშე,
მუხლთ იდრეკს მკვდარი მტრისა წინაშე.
ითხოვს შენდობას და ზეწრით მოსავს,
მიაქვს მთის წვერზე ცხედარი მტრისა
და ღმერთს ავედრებს ცოლ-შვილსა მისას
და აჰა, ჯვარი დაადგა გმირსა
და გააცილა მოყვარე ღირსად,
სასუფეველსა და უმალ თვისი
სული უმანკო
განუტევა და გულს ჩაეკონა
მოხევე მოყვრის სამარეს ცივსა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები