ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულა
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2013


პოეზია

"ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები"
                                              გ. ტაბიძე

ეს არის ლექსის ანი და ჰოე,
საწყის–სასრულის კვანძი საზღვაო.
როცა ნაპირებს, სადღაც შორს ვტოვებ
და პოეზიის კოსმოსში ვმგზავრობ.

ეს არის ლექსით ნათევი ღამე,
როგორც თამასა შავი სიცხადის.
ვაბამ ერთმანეთს, ვით ინტეგრალებს,
რასაც დუმილის აღთქმით ვიცავდი...

ეს არის ლექსის მყუდრო ტაძარი,
– მედიტირების მსგავსი მუდმივა...
ციფრულ სიგნალს, შორს, ვით მტრედს ვაგზავნი,
რადიაციით რომ შვა დუმილმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები