ფერად გაზაფხულს შევეგებე სულგანაბული, გულმა ხელახლა იგრძნო სიმშვიდე, სულის კოკორი კვლავ ცოდვილობს თავგამოდებით, გაშლა წადია სურნელოვანს და ღვთისგან დამყინლს. ახალ ძალებით მინდა შევძლო გრძნობის გამხელა.. მუდამ მშვიდობის,სიხარულის დამსდევდეს მტრედი, ღვთივკკურთხეულო, შენ, მშვენებავ გაზაფხულისა, სულში ჩაღვარე ბულბულების ნარნარი სტვენა. კვლავ ვიადონობ, დავნარნარებ ვით ცელქი ბავშვი, რომელიც მუდამ სავსე არის ცოცხალ ნატვრებით, ეს ნატვრებია, რაც ცხოვრებას ბრწყინვალესა ხდის და ცაზე ეკვრის ცისარტყელას შვიდფერა რკალად. მოდი, კვლავ ერთად გავლიოთ წლები. გადავიაროთ ლაჟვარდი ცები, საფეხურებზე ვიხტუნოთ ერთად და ღვთისა ცარგვალს შევახოთ ფრთები. ფრთები - სილაღის და აღმაფრენის, წმინდა ფიქრებად და ოცნებებად, ჩვენ, ორი მტრედი, ცაში აჭრილი, თავისუფლებას ნანატრნი, შევცვლით, ამ მოუქნელი ცხოვრების მძიმე, ქარბორბალებს და ქარიშხლებს - მღვრიეს, მაღლა ცად ორნი შევქმნით ირაოს და ერთად გავშლით კოკორებს - რძისფერს, სურნელოვნებას მოვაფენთ ცის ქვეშ, ღმერთს შევავედრებთ სიყვარულს - მწიფეს.