ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანუნია
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2013


სულის აგონია

კვლავ მოსდებია გარემოს გასწვრივ,
იასამანის სურნელი, ნაზი,
კვლავ გულს მიჩქროლებს ტირილი ბავშვის
და კვლავ მარტო ვარ, ვით კენტი ალი.
ზეცად მივილტვი, მაგრამა პირქვე,
მეზიდებიან ცოდვის ლოდები,
ზვირთებში მხვევენ
და მეც უსუსურ
ხელებს ვიფარებ თვალებზე, გულზე.
ჭვალად მესობა ისარი - ბასრი
და გახვრეტილი დამაქვს ფიცარი,
ფიქრებში ჩუმად ფათურობს ეშმა,
ხან დაფარფატებს მუნ ქერუბიმი.
გვის ჩემი სულის სამოთხის კიბეს,
სურნელოვნებით ავსებს გულს - მყიფეს,
მანდილით ვბურავ სარკეს სულისას
და ვრაზავ სულის კარიბჭის გვირაბს.
ხან გრიგალია, ხანაც - სიმშვიდე,
მიედინება  მდინარე - მდორე,
როცა მრავლდება შიგ ბაქტერია
ზეცით უბერავს ქარი ღმერთისა,
მსწრაფლ  ააზვირთებს სულს, მღვრიეს გახდის,
უცაბედად კი ფრთებივით გაშლის,
სულის მდელოებს დაბერავს ნაზად
და გადაივლის შტორმიც ანაზდად.

კვლავ იასამნის სურნელი ნაზი,
კვალავ გულს მიჩქროლებს ტირილი ბავშვის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები