ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანაბელი
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2013


ის...

უყვარს ცივი,სუსხიანი დღეები.... ალბათ ხასიეთის მსგავსებაა ბუნებასთან.... ყოველთის როცა თოვს მეუბნება : წავიდეთ სასეირნოდ....
მე კი ყოველთვის მცივა ასეთ დღეებში...ესეც რომ არ იყოს მირჩევნია ანთებულ ბუხართან ძილში გავატარო საღამო....
მას რათქმაუნდა სწყინს... თუმცა არ იმჩნევს..... იცმევს ქურთუკს და ჩუმად,უხმაუროდ გადის სახლიდან.....



მიყვარს თბილი,მზიანი დღეები...ალბათ ხასიეთის მსგავსებაა ბუნებასთან... მიყვარს გარეთ სეირნობა მაშინ როდესაც მზე მთებს შორისაა მოქცეული და თითქოს მელოდება რომ აღტაცებით შევეგებო მის ჩასვლას... ასეთ დროს ვეუბნები : წავიდეთ სასეირნოდ...
მას ყოველთის ურჩევნია დაიძინოს მზიან,მომაბეზრებლად ცხელ დღეს თუნდაც მთელი დღით...
მე რათქმაუნდა მწყინს...თუმცა არ ვიმჩნევ... ჩუმად,უხმაუროდ გავდივარ სახლიდან...



უყვარს ჩუმად ყოფნა... საათები...ზოგჯერ დღეებიც კი გადის ისე რომ არ მელაპარაკება. სამსახურიდან დაბრუნებული ჩუმად აიდუღებს ყავას,დაჯდება თავის სავარძელში და ფიქრობს...ღმერთმა უწყის რაზე... ასეთ დროს ვბრაზდები და ვეუბნები :
მითხარი რამე....
ის კი წყნარად,აუღელვებლად ყოველთის მპასუხობს....
რა გითხრა?!
მე რათქმაუნდა მწყინს...თუმცა არ ვიმჩნევ...


მიყვარს ლაპარაკი...მინდა მოვუყვე ყველას რა მიხარია,რა მწყინს. სიცოცხლე მინდა შევიგრძნო ბოლომდე... მთელი დღე ვცდილობ ჩავტიო იმ საღამოში რასაც მის გვერდით ვატარებ... ვუყვები ყველაფერს მთელი ემოციით...
ის კი იძინებს....
მე რათქმაუნდა მწყინს.... თუმცა არ ვიმჩნევ...


არ შეუძლია სითბოს გამოხატვა... ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე შემიძლია გავიხსენო ის დღე როცა მითხრა ,,მიყვარხარ’’...
კითხვაზე რატომ აღარ გიყვარვარ?! ყოველთვის დგება,მოდის შუბლზე მკოცნის...
მე რათქმაუნდა მწყინს...თუმცა არ ვიმჩნევ.


უზომოდ მიყვარს სითბოს გამოხატვა.... მინდა ყველას,მთელ მსოფლიოს ვაგრძნობინო ის რასაც მე განვიცდი.... ყოველთვის როცა ვუყურებ მინდა ათასჯერ ვუთხრა რომ მიყვარს...
მიყვარხარ!
ის კი ყოველთვის მპასუხობს.
მეც...
რათქმაუნდა მწყინს...თუმცა არ ვიმჩნევ...


უყვარს სადად ჩაცმა... თუმცა იცვამს ყოველთვის გემოვნებიანად.თუკ რომელიმე ძმაკაცს წამოსცდა კომპლიმენტი მის ქურთუკზე,ის აუცილებლად გაიხდის და აჩუქებს...
არ უყვარს საჩუქრები. შეუძლია ჩემი ნაჩუქარი საათი უბრალოდ სადმე დარჩეს...
მე ვეუბნები რომ ცუდად მოიქცა .ის კი მიღიმის.
რათქმაუნდა მწყინს...თუმცა არ ვიმჩნევ....


მიყვარს როცა კარგად გამოვიყურები. ლამაზად მაცვია.ყურადღების ცენტრში ვექცევი...
ის ასეთ დროს ყოველთის განზე დგება...მეც არ ვიმჩნევ და ვაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად გართობას... როცა მეუბნება წავიდეთ.ვპასუხობ რომ მინდა ცოტახანს კიდევ დავრჩეთ...
ის კი მიდის მარტო...
რათქმაუნდა სწყინს.... თუმცა არ იმჩნევს...


დრო გადის.
ალბათ ახლა ის იცვლება რომ წყენას ორივე ვიმჩნევთ...


წლები გადის...
ალბათ ახლა მხოლოდ მე ვიცვლები...


აღარ მიყვარს მზიანი ამინდები... ლაპარაკი და სიცილიც მიჭირს ამ ბოლო დროს....
თბილი სიტყვა კარგა ხანია არ წამომცდენია.
მიყვარხარ-ს საერთოდ აღარ ვხმარობ.
ალბათ მაინც დრომ გააფერმკრთალა გრძნობები.
თორემ მე ხომ ის თავიდანვე ასეთი შემიყვარდა.......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები