მე მაქვს საკუთარი თავის იმედი... იმედიანად შევედი მარკეტში, სადაც ოციოდე წლის გამყიდველი გოგო დამხვდა...
(რატომღაც ამ გოგომ, მიდელაანთ გოგო გამახსენა, რომელმაც დედა ადრეულ ასაკში დაკარგა... შემდეგ არ ვიცი, როგორი იყო მისი ცხოვრების გარკვეული ეტაპი... ის კი ვიცი, რომ ოცი წლის ასაკში გათხოვდა... მისი მშრომელი მეუღლე სამსახურში მუშაობის დროს დაიღუპა, მაშინ, როცა მიდელაანთ გოგო ხუთი თვის ფეხმძიმე იყო... მიდელაანთ გოგოს ხუთი თვის მუცელი მოეშალა...
და გამახსენდა :
„ობლის კვერი ცხვაო, გვიან გამოცხვაო, მაგრამ გამოცხვაო?!...“)
ახლგაზრდა გამყიდველ გოგოს შევთავაზე (არა გარიგება, არამედ) პოეზია, რომელიც ერთი დღით უნდა ჩაებარებინა, როგორც ნივთი - ლომბარდში...
მეორე დღეს მის გამოსასყიდად კი არა, ვალის დასაბრუნებლად მივიდოდი... სანაცვლოდ ერთი ყუთი სიგარეტი მოვითხოვე...
პასუხმა ასე გაიჟღერა:
მე, დავიტოვებ პოეზიას, სამწუხაროდ სიგარეტს ვერ გასესხებთ...
მე, დავუტოვე პოეზია, მან აღრთოვანება და ოვაცია მასესხა... მე, ამაყად გამოვედი მარკეტიდან, იმის იმედად - - იქნებ ეს იყო მიდელაანთ გოგო... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . იმავე ღამეს, როცა აიავანზე ვარტყამდი ნაფაზს და ვამოწმებდი დღევანდელ დღეს, ერთმა უცნობმა კაცმა ჩაიარა...
სიგარეტთან ჩემი სამი მოქმედების სიამოვნებას, უცნობის სამი მოქმედება მოყვა:
(პირველი:) მოვქაჩე სიგარეტი. უცნობი შეჩერდა...
(მეორე:) გადავუშვი ბოლი ფილტვებში. უცნობი დაიხარა...
(მესამე:) ბოლი გამოვუშვი. უცნობმა სიგარეტის ნამწვავი აიღო...
და როცა გზა განაგრძო, მაშინ ვიგრძენი საკუთარი უსუსურობა - - ობლის კვერი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გულიანი ირაკლი :) გულიანი ირაკლი :)
13. +5
ვიცი ეს კაცი მე . +5
ვიცი ეს კაცი მე .
12. +2
ვიცი ეს კაცი მე . +2
ვიცი ეს კაცი მე .
11. მომწონს :)
პ.ს. არუთინოვის კომენტარი რომ გავიგე,მერე უფრო მომეწონა :)) მომწონს :)
პ.ს. არუთინოვის კომენტარი რომ გავიგე,მერე უფრო მომეწონა :))
10. ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2------ რიცხობრივად მეტის დაწერის უფლება არა მაქვს, "სიტყვობრივად" კი: მართლაც ტკივილიანი ემოციაა, უფრო "პოეტური პროზის" მსგავსი... გამგები უთუოდ გაიგებს თუ რა დევს ამ გონიერ სტრიქონებში--------- ეს სულია, არა "ობოლი", მდიდარი სული, რომელიც "ობლის კვერს" ხედავს... პატივისცემით:
22 აპრილი, 2013 ავტორი: ირაკლი ბერია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2------ რიცხობრივად მეტის დაწერის უფლება არა მაქვს, "სიტყვობრივად" კი: მართლაც ტკივილიანი ემოციაა, უფრო "პოეტური პროზის" მსგავსი... გამგები უთუოდ გაიგებს თუ რა დევს ამ გონიერ სტრიქონებში--------- ეს სულია, არა "ობოლი", მდიდარი სული, რომელიც "ობლის კვერს" ხედავს... პატივისცემით:
22 აპრილი, 2013
9. არ მეპოეზიავა! არ მეპოეზიავა!
8. კარგია რათქმაუნდა...5
ჩემი აზრით პროზა უფროა..ძაან მაგრად მოტანილი ემოცია კია და...:) კარგია რათქმაუნდა...5
ჩემი აზრით პროზა უფროა..ძაან მაგრად მოტანილი ემოცია კია და...:)
7. გამოცხვა და ეგაა გამოცხვა და ეგაა
5. როცა პოეზიის ფესვებზე ხარ ამოზრდილი, იქ უსუსურობაზე ლაპარაკი ზედმეტი და უადგილოა, ძმაო! - არ უნდა გტოვებდეს იმის შეგრძნება, რომ ყველაზე ძლიერი ხარ. შენი საზღვარი შენი ფესვებია, იმათზე უნდა იდგე და შენი სიმძიმე ღირსეულად უნდა ზიდო! თუკი ამოგრგავენ და სხვაგან გადაგრგავენ, სხვა მიწის ნეშომპალაც ვერ გადაგარჩენს, რადგან ფესვები სხვაგან დატოვე! შენ კი გაიგებ ამ კომენტარს ზუსტად და სხვა თუ ვერ გაიგებს, მთლად უკეთესი :) გენაცვალე, შენებური ლექსია! როცა პოეზიის ფესვებზე ხარ ამოზრდილი, იქ უსუსურობაზე ლაპარაკი ზედმეტი და უადგილოა, ძმაო! - არ უნდა გტოვებდეს იმის შეგრძნება, რომ ყველაზე ძლიერი ხარ. შენი საზღვარი შენი ფესვებია, იმათზე უნდა იდგე და შენი სიმძიმე ღირსეულად უნდა ზიდო! თუკი ამოგრგავენ და სხვაგან გადაგრგავენ, სხვა მიწის ნეშომპალაც ვერ გადაგარჩენს, რადგან ფესვები სხვაგან დატოვე! შენ კი გაიგებ ამ კომენტარს ზუსტად და სხვა თუ ვერ გაიგებს, მთლად უკეთესი :) გენაცვალე, შენებური ლექსია!
4. პოეზიის სანაცვლოდ სიგარეტს ვინ გასესხებს, ირაკლი?! :)
"საკუთარი უსუსურობა- ობლის კვერი" პოეზიის სანაცვლოდ სიგარეტს ვინ გასესხებს, ირაკლი?! :)
"საკუთარი უსუსურობა- ობლის კვერი"
3. თუ კარგად დავუკვირდებით და მერე ჩავუღმრავდებით მთლად ცუდი არ უნდა იყოს..მოიძებნება რაღაცეები ამ ნაწერში... თუ კარგად დავუკვირდებით და მერე ჩავუღმრავდებით მთლად ცუდი არ უნდა იყოს..მოიძებნება რაღაცეები ამ ნაწერში...
2. კაი რამეა
+2 კაი რამეა
+2
1. პოეზია?სად შემიძლია მე ამდენი.ვერ ჩავწვდი.თუ ეს პოეზიაა სახალხო პოეზიად ვერ ჩაითვლება მაინც. პოეზია?სად შემიძლია მე ამდენი.ვერ ჩავწვდი.თუ ეს პოეზიაა სახალხო პოეზიად ვერ ჩაითვლება მაინც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|