ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ1313
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2013


პულსმა უშენობით მაჯა გადარია

გული არითმიით პროტესტს გამოხატავს,
პულსმა უშენობით მაჯა გადარია.
სხეულს დავატარებ სულით დაუსტამბავს,
ლექსიც შენია და ჩემი პაროდია.
ახლა მზედაკარგულ ზეცას ვეფრები,
სულის ჰორიზონტს რომ ვეღარ მიეჩვია.
შენი თვალებია ღმერთის შედევრები,
ლურჯი იალქნებით ზღვა რომ უკრეფია.
პარნასს შეგაჩვიე მუზის ქალღმერთობით,
ღამეც ფიფქებივით გადარითმულია,
ფიფქიც შენია და ჩემი სიზმრებიდან,
თოვლი გაზაფხულზეც ლეგიტიმურია.
ქარიც ქარიშხლების ქორფა შთაგონებით,
შენში გათენებულ ლანდებს აჰყოლია,
ისევ რომ მიყვარხარ,ჩემო,გაგიჟებით,
შენი ბრალია და სხვა გზაც არ მქონია...
მარტი პარადოქსულ დღეთა ამინდებით,
გბაძავს ფორიაქით სულს რომ გამჩნევია,
ისევ თუ გათენდა შნეი გაღიმებით,
ვიტყვი პოეზიაც შენით გამჩენია...
სხეულს დავატარებ სულით დაუსტამბავს,
ლექსიც შენია და ჩემი პაროდია
გული არითმიით პროტესტს გამოხატავს,
პულსმა უშენობით მაჯა გადარია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები