ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა ყორშია
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2013


მადლობა


*
ჩემი მშობლები ზღვის ფსკერზე ცხოვრობენ.
მე და ბაბუაჩემმა მათი სხეული
ხის ყვითელ ნავს გავაყოლეთ დაბინდებისას

*
როგორც მზე იკარგება ზღვაში
აი, ისე დაგვეკარგა
ყვითელი ნავი.

ვიჯექი ნაპირზე და ვხედავდი-
როგორ იპოხებოდა სიკვდილის ღვინით
ბაბუაჩემის ქვევრებივით ღრმა თვალები.

*
დედაჩემის თბილი ბალიში-
მამაჩემის მკვდარი მკერდია

და მამაჩემის მკვდარი მკერდია
რკინის გალია, სადაც მოემწყვდა
დედაჩემის სიცოცხლის ჩიტი

*
ჩემი მშობლები ზღვის ფსკერზე ცხოვრობენ.
მათ აღარ ესმით ჩემი სიმღერა-
ძილის წინ, რომ ვღიღინებ ხოლმე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები