ზღვის ტალღას მიჰყვება ჩემი ფიქრები...
როგორ მომნატრებიხარ! აღარ მეგონა, თუ კიდევ გნახავდი! ო, რა გაუსაძლისი იყო ეს სიშორე, შენთან სიშორე!!! გაუსაძლისი და ტკივილიანი... შენგან შორს ვიყავი, ვერ გხედავდი და მაინც, ჩემი ყოველი უჯრედით ვგრძნობდი შენთან შეხებას, შენს ალერსს... და მებრალებოდა ყოველი სულიერი, ვისაც შენი ალერსი ერთხელ მაინც არ განუცდია!... მებრალება ყველა, ვინც შენი სიყვარულის მორევში თავდავიწყებითა და უკანმოუხედავად არ გადაშვებულა, ვისაც შენს გაშლილ მკლავებზე სულგანაბულს არ უნანავია... ვინაც არასოდეს ჩაგიკრავს გულში!... საოცარი ალერსი იცი, – სხეულის ყოველი მილიმეტრი ერთდროულად გრძნობს შენი ხელის შეხებას, ერთდროულად ნეტარებს... და ვეღარ იგებ, როდის მოხდა თქვენი სულების შერწყმა, შეერთება... როდის გახდით ასე „ერთსულ და ერთხორც“!!! შენს დანახვაზე თავიდან შიში მიპყრობს: „ნუთუ შევძლებ მასთან მიახლოვებას?! გავბედავ მისი სიმშვიდის დარღვევას?!... ის ხომ ასეთი დიდია და ასეთი მიუწვდომელი?!...“ თანდათან გეჩვევი და უკვე აღარ მეჩვენები ეგზომ პირქუში და უკარება. და თუ გაიღიმე, შენი აღარავის ეშინია. თვით პატარა ბავშვებიც კი სიხარულით გამორბიან შენსკენ, გეთამაშებიან... შენც თავდავიწყებით ეთამაშები მათ, ახტუნავებ, აბურთავებ, არწევ... . . . . . . . . . . . . . მე მოვედი შენთან!... ხომ დაგპირდი, „მოვალ“–მეთქი?! ჰოდა, მოვედი! კრძალვით და რიდით, საკუთარი ხელით ვიხდი სამოსს და... აი, მე შენს წინ ვდგავარ! პატარა, უმწეო ბავშვივით ვდგავარ და ველოდები, როდის შემეხები, როდის მომეფერები... შენ კი არ ჩქარობ, ნელა მიახლოვდები და თითებზე მეხები, მხოლოდ თითებზე და თან შენსკენ მიხმობ... ოდნავ გათამამებული შენსკენ ვდგამ ნაბიჯს და... ახლა უკვე მთელი ტერფი გრძნობს შენს შეხებას, საოცარს, თბილს... საამო ჟრუანტელი მივლის მთელ სხეულში! გითამამდები და უფრო ახლოს მოვდივარ შენთან. შენც არ იშურებ ალერსს და წვივებსა და მუხლისთავებს მიკოცნი!... სულ უფრო ზევით მოიწევენ შენი თბილი ხელები. სული მიგუბდება, როცა მუცელზე მეფერები! ნეტარების კვნესა აპობს ბაგეს! ცოტა კიდევ და... შენ უკვე წელზე გაქვს ხელი შემოხვეული!... საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი, – ვგრძნობ, რომ გინდა მიწას მომწყვიტო და შენს სამყაროში შემაცურო!... სუნთქვას ვაჩერებ, მინდა ეს წამიც შევაჩერო, ნეტარების წამები გავიხანგრძლივო!... მე ვჩერდები, შენ კი – აღარ, – მკერდზე მეფერები და მაგიჟებ!... ღმერთო, რა საოცარი შეგრძნებაა! მთელი სხეულით ვთრთი და ვნეტარებ... უფრო ახლოს მინდა მოსვლა! მინდა, მთლიანად შემოვიდე შენში და, ერთდროულად, შენით ავივსო!... მინდა, შენს ხელებს მივენდო და შენს სულს შევერწყა!... მინდა მთელი ხმით ვიყვირო, მაგრამ... მხოლოდ ჩურჩულით ნათქვამი „მიყვარხარ“ სწყდება ბაგეებს!!! თავს ვეღარ ვიკავებ და მთელი არსებით ვეშვები თავდავიწყების მორევში. ხელებს ვშლი, რათა მკერდში ჩაგიკრა, მაგრამ შენ მასწრებ და პატარა ბავშვივით მიტაცებ ხელში! ჩემთვის აღარავინ არსებობს შენს გარდა! არავის დანახვა არ მინდა ჩემს გვერდით, რადგან ყოველი არსება ჩემი მეტოქე მგონია, შენს სიყვარულში რომ მეცილება!... ამიტომაც ვწყდები მიწას და შენს სიღრმეში ვეძებ მარტოობას! აღარ ვადევნებ თვალს დროის მსვლელობას, აღარ ვითვლი წუთებს და საათებს... არ ვიცი, რამდენი ხანია, შენთან ვარ!... და აი, შენს მკლავებზე ნებიერად გადაწოლილი, შენი სიყვარულით დაღლილი და სავსე, სველი და მხურვალე სხეულით ნელა ვირწევი, მეც შენთან ერთად ვმოძრაობ, შენს რიტმს ვერგები... და აღარაფერზე ვფიქრობ, გარდა ერთისა: დიდხანს გაგრძელდება ჩემი ბედნიერება? მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ თავდავიწყებით, მთელი ჩემი არსებით, ყოველი უჯრედით... მაგრამ... შენ? შენ თუ გიყვარვარ, ზღვაო?... შენ, ასეთი დიდი და უკიდეგანო, შესძლებ ჩემს სიყვარულს? თუ მეც მხოლოდ ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, ვინც შენს უცნაურ სიყვარულს აზიარე და მერე სამუდამოდ მოიცილე თავიდან?!...
მზე ჩასასვლელად ემზადება, ნელ-ნელა კრეფს თავის სხივებს, მუქდება, წითლდება... მზის ოქროსფერი ბილიკიც თანდათან შორდება ნაპირს. მთელი დღის განმავლობაში ზვირთცემით დაღლილი ზღვა თვალდათვალ მშვიდდება. სანაპიროზე ვზივარ და ზღვას გავყურებ: თითქმის აღარავინ არის წყალში. ზღვაო, ზღვაო!...... ვისი სიმშვიდე შეედრება შენს სიმშვიდეს?! ვისი გაბრაზება იქნება უფრო ბობოქარი, ვიდრე შენი?!... ვინ, რომელი სულიერი შეიძლება იყოს შენზე დიდსულოვანი?!... ვისი შინაგანი სამყარო შეიძლება იყოს უფრო ლამაზი, სრულყოფილი, საშიში და იდუმალი?!... ვის თვალებში შეიძლება აირეკლოს მზე, მთვარე, ღრუბლები თუ ვარსკვლავები ასე ლამაზად?!... ვის მივყავართ სულის სიღრმეებისკენ მზის ოქროსფერი და მთვარის ვერცხლისფერი ბილიკებით?!... და ბოლოს, ვისი ალერსი შეიძლება შევადარო შენს ალერსს?!!!!! ო, როგორ მინდოდა, კატერზე მიბმული პარაშუტით ავფრენილიყავი ცაში და ცოტა ხნით მაინც შემეგრძნო ფრენის განუმეორებელი სიმშვენიერე, შემდეგ კი ფრთადაკეცილი არწივივით მიმეტოვებინა ცა და შენს სულში ჩავკარგულიყავი!....
საოცრად მომინდა ზღვაში შესვლა. ფეხზე ავდექი, ზღვას მივუახლოვდი და მუხლამდე შევედი წყალში. წყალი თბილია, თბილი და ალერსიანი... ნაპირს მოვხედე, – უამრავი თვალი მომჩერებია: „როგორ?! საღამოა და ეს კი ზღვაში შედის?!“ ჰო, საღამოა... და მე შენი სიმშვიდის დარღვევას ვბედავ!
ფრთხილად შევცურდი წყალში და... მაშინვე შენი თბილი ხელების ტყვეობაში აღმოვჩნდი. შენთან შეხებისას ყოველთვის უცნაური გრძნობა მეუფლება: მინდა აღარაფერი იყოს ჩვენს შორის, თუნდაც ეს სიფრიფანა ქსოვილი, ასე რომ მბოჭავს და მიშლის, სრულად, მთელი სხეულით შეგიგრძნო!... ნეტავ ღამე იყოს ახლა!... მხოლოდ ღამე შევძლებდი შენთან განმარტოებას! შენს სასთუმალს, – უამრავი ლამაზი კენჭით მოფენილ ნაპირს მეც ხომ გამიზიარებდი? და ვიქნებოდით ორთავენი სულშიშველნი და განძარცვულნი!... მხოლოდ ღამე შევძლებდით უამრავი ცნობისმოყვარე თვალიდან მოფარებას! მთვარის ვერცხლისფერ ბილიკს გამოვყვებოდი შენამდე, ნაზად მოგეფერებოდი, შენს სარკისებურ ზედაპირზე მოვფანტავდი ცაზე მოკიაფე ყველა ვარსკვლავს!... სიყვარულით დაგღლიდი და დავიღლებოდი, შემდეგ კი შენს ჩურჩულს სულგანაბული დავუგდებდი ყურს და აუცილებლად გავიგონებდი: „მიყვარხარ!...“ არა! გავიგონებდი „ძალიან მიყვარხარ!...“ ან „ჩემი ხარ!...“ ან კიდევ რამეს, რაღაც ისეთს, რაც ჩემს სულს აამღერებდა, ფრთებს შეასხამდა, უკიდეგანო სამყაროს ერთ წამში შემოატარებდა და შემდეგ, აუცილებლად, კვლავ შენთან დააბრუნებდა! ღმერთო, როგორ მიყვარხარ, ზღვაო!!!... ნეტავ ღამე იყოს ახლა!...
მაგრამ... ძალზე შორს გაფრინდა ჩემი ოცნება!... დამიბრუნდი, ოცნებაო!... შენ დაშვებულ ზღვარს გადააბიჯე! ღამე – შენი არ არის! ღამე ზღვა სხვას ეკუთვნის, – თევზებს, მედუზებს, მოლუსკებს, წყალმცენარეებს... და შენ, ადამიანო, ნუ შეეხები ამ იდუმალ სამყაროს, – ესოდენ ლამაზს, განუმეორებელს, მშვიდს, უცხო თვალისთვის დამალულს!.. ეს მისი სამყაროა! ზღვის იდუმალი სამყარო!!! შენ სხვა სამყარო გელოდება, – ცოცხალი, ხალისიანი, ბობოქარი, ვნებიანი, ავი, გაუტანელი, მშვიდი, კეთილი, უშფოთველი... აირჩიე და თავად განსაზღვრე შენი სამყაროს ხასიათი!... ზღვას კი ნუ შეეხები, – ღამე შენ იქ არაფერი გესაქმება! და მაინც, მე შენ მიყვარხარ, ზღვაო!... სული ჩემი შენს სულთან არის გადახლართული! მე შენ მიყვარხარ!... მე მოვკვდები უშენოდ! და მაპატიე ჩემი ოცნებები! მაპატიე ეს სიყვარული!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. მაპატიე ეს სიყვარული! რატომ მაპატიე? უნდა უხაროდეს ზღვას, ასე რომ გიყვართ. მაპატიე ეს სიყვარული! რატომ მაპატიე? უნდა უხაროდეს ზღვას, ასე რომ გიყვართ.
20. ზღვა ამქვეყნად ყველაფერზე მეტად მიყვარს, ასე რომ ეჭვიანობა დავიწყე უკვე თქვენს გამო:) ნაწერს რაც შეეხება, გულწრფელია, კარგად, სათუთადაა გადმოცემული სიყვარული... მაგრამ ღამე რატომ მიკრძალავ ზღვასთან სიახლოვეს, ეს ვერ გავიგე _ ღამით კიდვ უფრო მიყვარს ზღვა. როცა სანაპიროზე ვერავის ვხედავ ასე მგონია ზღვა მხოლოდ მე მეკუთვნის და სულ სხვა, უნაზესი შეგრძნება მიპყრობს... ზღვა ამქვეყნად ყველაფერზე მეტად მიყვარს, ასე რომ ეჭვიანობა დავიწყე უკვე თქვენს გამო:) ნაწერს რაც შეეხება, გულწრფელია, კარგად, სათუთადაა გადმოცემული სიყვარული... მაგრამ ღამე რატომ მიკრძალავ ზღვასთან სიახლოვეს, ეს ვერ გავიგე _ ღამით კიდვ უფრო მიყვარს ზღვა. როცა სანაპიროზე ვერავის ვხედავ ასე მგონია ზღვა მხოლოდ მე მეკუთვნის და სულ სხვა, უნაზესი შეგრძნება მიპყრობს...
19. ძალიან საინტერესოა... ორჯერ გადავიკითხე ძალიან საინტერესოა... ორჯერ გადავიკითხე
18. "აირჩიე და თავად განსაზღვრე შენი სამყაროს ხასიათი!"... რთულია, მაგრამ შესაძლებელი! სულ მენატრება ზღვის სითბო და ალერსი ♥ "აირჩიე და თავად განსაზღვრე შენი სამყაროს ხასიათი!"... რთულია, მაგრამ შესაძლებელი! სულ მენატრება ზღვის სითბო და ალერსი ♥
16. მოგიკითხეთ ქალბატონო თამარ.:) +++++ მოგიკითხეთ ქალბატონო თამარ.:) +++++
15. დიდი მადლობა, არტემიდა, მაგრამ...
უჩემოდ კიდევ კვდება ვინმე ამ საიტზე? :))) საოცარია პირდაპირ!
გკოცნით ყველას, ვისაც გიყვარვართ! :) დიდი მადლობა, არტემიდა, მაგრამ...
უჩემოდ კიდევ კვდება ვინმე ამ საიტზე? :))) საოცარია პირდაპირ!
გკოცნით ყველას, ვისაც გიყვარვართ! :)
14. მოგეფერებოდი, შენს სარკისებურ ზედაპირზე მოვფანტავდი ცაზე მოკიაფე ყველა ვარსკვლავს!... სიყვარულით დაგღლიდი და დავიღლებოდი, შემდეგ კი შენს ჩურჩულს სულგანაბული დავუგდებდი ყურს და აუცილებლად გავიგონებდი: „მიყვარხარ!...“ არა! გავიგონებდი „ძალიან მიყვარხარ!...“ ან „ჩემი ხარ!...“ ან კიდევ რამეს, რაღაც ისეთს, რაც ჩემს სულს აამღერებდა, ფრთებს შეასხამდა, უკიდეგანო სამყაროს ერთ წამში შემოატარებდა და შემდეგ, აუცილებლად, კვლავ შენთან დააბრუნებდა! ღმერთო, როგორ მიყვარხარ, ზღვაო!!!... ნეტავ ღამე იყოს ახლა!...
მიყვარხარ თამარ!რა მომანატრე ზღვა!მოგიკითხე და 5 და მილიონი+ მე შენ მიყვარხარ!... მე მოვკვდები უშენოდ! და მაპატიე ჩემი ოცნებები! მაპატიე ეს სიყვარული! მოგეფერებოდი, შენს სარკისებურ ზედაპირზე მოვფანტავდი ცაზე მოკიაფე ყველა ვარსკვლავს!... სიყვარულით დაგღლიდი და დავიღლებოდი, შემდეგ კი შენს ჩურჩულს სულგანაბული დავუგდებდი ყურს და აუცილებლად გავიგონებდი: „მიყვარხარ!...“ არა! გავიგონებდი „ძალიან მიყვარხარ!...“ ან „ჩემი ხარ!...“ ან კიდევ რამეს, რაღაც ისეთს, რაც ჩემს სულს აამღერებდა, ფრთებს შეასხამდა, უკიდეგანო სამყაროს ერთ წამში შემოატარებდა და შემდეგ, აუცილებლად, კვლავ შენთან დააბრუნებდა! ღმერთო, როგორ მიყვარხარ, ზღვაო!!!... ნეტავ ღამე იყოს ახლა!...
მიყვარხარ თამარ!რა მომანატრე ზღვა!მოგიკითხე და 5 და მილიონი+ მე შენ მიყვარხარ!... მე მოვკვდები უშენოდ! და მაპატიე ჩემი ოცნებები! მაპატიე ეს სიყვარული!
13. დიდი მადლობა, ყველას, ვინც ხელმეორედ წაიკითხა ჩემი ეს აღსარება სამყაროს წინაშე! ჰო, მე სულიერივით მიყვარს ზღვა და ვიცი, მასაც ვუყვარვარ!... შეიძლება არც კი დაიჯეროთ, მაგრამ... ქობულეთში ვიყავით მე, დედა, მამა და ჩემი ნიკუშა. ნიკა 2 წლის და 5 თვისა იყო. ბოლო დღე იყო. მამაჩემმა მითხრა: "თუ ზღვაში კიდევ აპირებ ჩასვლას, ბარემ ჩადი და დროზე ამოდი, ხომ იცი, წასასვლელები ვართო". ნიკუშას სახლში წაყვანა დააპირეს, რომ ცოტა ხანს მაინც დავრჩენილიყავი ზღვასთან მარტო...
მივხვდი, რომ თუ ზღვაში შევიდოდი, აღარც გამოვიდოდი იქიდან და.... ვიყვირე: "ნიკა არ წაიყვანოთ, აქ დამიტოვეთ–მეთქი." დედაჩემმა,– "მაშინ მეც დავრჩები, ზღვაში რომ შეხვალ, ბავშვთან ვინ დარჩებაო?" "არ შევალ... ნაპირზე ვისხდებით მე და ნიკა–მეთქი..."
დედა და მამა სახლში წავიდნენ, მე კი ზღვასთან ახლოს მივედი და წყალთან დავჯექი. ნიკა – გვერდით მეჯდა.
"ზღვაო, მიყვარხარ!... ნეტა როდის გნახავ კიდევ? გთხოვ, საჩუქარი გამატანე შენგან, ისეთი, რომ სულ თან ვატარო–მეთქი..."
და იცით, რა მოხდა? ზღვის ტალღა ისე მოვარდა, რომ ფეხის თითებში კენჭი გამეჭედა. კიდევ კარგი, არ დავკარგე იმდენ კენჭებს შორის: ჩემს კენჭს გულის ფორმა ჰქონდა.
ახლა ჩემი ნიკა 22 წლისაა. მე კი 20 წელია იმ კენჭს ჩანთით ვატარებ. :))
დიდი მადლობა, ყველას, ვინც ხელმეორედ წაიკითხა ჩემი ეს აღსარება სამყაროს წინაშე! ჰო, მე სულიერივით მიყვარს ზღვა და ვიცი, მასაც ვუყვარვარ!... შეიძლება არც კი დაიჯეროთ, მაგრამ... ქობულეთში ვიყავით მე, დედა, მამა და ჩემი ნიკუშა. ნიკა 2 წლის და 5 თვისა იყო. ბოლო დღე იყო. მამაჩემმა მითხრა: "თუ ზღვაში კიდევ აპირებ ჩასვლას, ბარემ ჩადი და დროზე ამოდი, ხომ იცი, წასასვლელები ვართო". ნიკუშას სახლში წაყვანა დააპირეს, რომ ცოტა ხანს მაინც დავრჩენილიყავი ზღვასთან მარტო...
მივხვდი, რომ თუ ზღვაში შევიდოდი, აღარც გამოვიდოდი იქიდან და.... ვიყვირე: "ნიკა არ წაიყვანოთ, აქ დამიტოვეთ–მეთქი." დედაჩემმა,– "მაშინ მეც დავრჩები, ზღვაში რომ შეხვალ, ბავშვთან ვინ დარჩებაო?" "არ შევალ... ნაპირზე ვისხდებით მე და ნიკა–მეთქი..."
დედა და მამა სახლში წავიდნენ, მე კი ზღვასთან ახლოს მივედი და წყალთან დავჯექი. ნიკა – გვერდით მეჯდა.
"ზღვაო, მიყვარხარ!... ნეტა როდის გნახავ კიდევ? გთხოვ, საჩუქარი გამატანე შენგან, ისეთი, რომ სულ თან ვატარო–მეთქი..."
და იცით, რა მოხდა? ზღვის ტალღა ისე მოვარდა, რომ ფეხის თითებში კენჭი გამეჭედა. კიდევ კარგი, არ დავკარგე იმდენ კენჭებს შორის: ჩემს კენჭს გულის ფორმა ჰქონდა.
ახლა ჩემი ნიკა 22 წლისაა. მე კი 20 წელია იმ კენჭს ჩანთით ვატარებ. :))
12. მოვეფერე თამარს და ამ საოცრად ლამაზ ნაწერს, ღიმილი შემრჩა პირზე,იქიდან კი სულში ჩამიძვრა. მე გამიხარდა ამ ნაწერის დაბრუნება . მოვეფერე თამარს და ამ საოცრად ლამაზ ნაწერს, ღიმილი შემრჩა პირზე,იქიდან კი სულში ჩამიძვრა. მე გამიხარდა ამ ნაწერის დაბრუნება .
11. ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2+3+ მოწონება პატივისცემას... 27 აპრილი, 2013 ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2+3+ მოწონება პატივისცემას... 27 აპრილი, 2013
10. 9. სუპერამაქვითინებელია! რენუარი. 2013-05-10 22:23:14
კაი, გეყოფა ამდენი სუპერტირილქვითინი, შე ქალო, თვარა ვინცხა იფიქრებს რაცხას, მერე დაგხვდება საცხა და... მერე მე გინდა დამაბრალო, "სუპერცრემლებმა დამისია სუპერთვალები და მიზა ვერ დევინახე–ვო?" :)))
იმედია, ხუმრობას მიხვდები... 9. სუპერამაქვითინებელია! რენუარი. 2013-05-10 22:23:14
კაი, გეყოფა ამდენი სუპერტირილქვითინი, შე ქალო, თვარა ვინცხა იფიქრებს რაცხას, მერე დაგხვდება საცხა და... მერე მე გინდა დამაბრალო, "სუპერცრემლებმა დამისია სუპერთვალები და მიზა ვერ დევინახე–ვო?" :)))
იმედია, ხუმრობას მიხვდები...
9. სუპერამაქვითინებელია!
სუპერამაქვითინებელია!
8. მაგრამ... ძალზე შორს გაფრინდა ჩემი ოცნება!...(რაღაას ოცნებობ მერეე შენცცL:D:D:D:D თუუ ხვდებიი როოოო ფრიინავსს დაა არ დადისს:D:D:D:D:D:,კაიი რაააააააააააააააა მაგრამ... ძალზე შორს გაფრინდა ჩემი ოცნება!...(რაღაას ოცნებობ მერეე შენცცL:D:D:D:D თუუ ხვდებიი როოოო ფრიინავსს დაა არ დადისს:D:D:D:D:D:,კაიი რაააააააააააააააა
7. კარგია თამრი. მიხარია, აქ რომ გხედავ და ( კიდევ ერთხელ) გკითხულობ! კარგია თამრი. მიხარია, აქ რომ გხედავ და ( კიდევ ერთხელ) გკითხულობ!
6. ძალიან ლამაზი და თავდასაბნევი პროზაა, ვერ წარმოვიდგენდი, შეიძლება ასე ყვარებოდა ადამიანს ზღვა და მასთან ადამიანური საუბარი, თავად კარგი ადამიანი ხარ თამარ და შენთვის სიყვარული არ არის ძნელი, მე კი სიყვარულში ცოტა ძუნწი ვარ!
ისე მე რომ მკითხო აკრძალული უნდა იყოს ურაკზე ( უკვე დადებული ) ნაწარმოებების წაშლა ავტორის ნებაყოფლობით. მონატრება იცის ყველამ და ყველაფერმა. ძალიან ლამაზი და თავდასაბნევი პროზაა, ვერ წარმოვიდგენდი, შეიძლება ასე ყვარებოდა ადამიანს ზღვა და მასთან ადამიანური საუბარი, თავად კარგი ადამიანი ხარ თამარ და შენთვის სიყვარული არ არის ძნელი, მე კი სიყვარულში ცოტა ძუნწი ვარ!
ისე მე რომ მკითხო აკრძალული უნდა იყოს ურაკზე ( უკვე დადებული ) ნაწარმოებების წაშლა ავტორის ნებაყოფლობით. მონატრება იცის ყველამ და ყველაფერმა.
5. რა ვქნა? ახლებს - ტურიზმზე ვწერ და... არა მგონია, აქ ვინმე დაინტერესდეს ტურიზმის თემით, დათო კვიტატიანის გარდა. :) რა ვქნა? ახლებს - ტურიზმზე ვწერ და... არა მგონია, აქ ვინმე დაინტერესდეს ტურიზმის თემით, დათო კვიტატიანის გარდა. :)
4. მახსოვს... ახლაც ძალიან ვისიამოვნე და ძალიან მიხარია, რომ გამოჩნდი:) მახსოვს... ახლაც ძალიან ვისიამოვნე და ძალიან მიხარია, რომ გამოჩნდი:)
3. კარგად მახსოვს ეს გამიხარდი
კარგად მახსოვს ეს გამიხარდი
2. ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
27 აპრილი, 2013 კეთილი იყოს დაბრუნება ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
27 აპრილი, 2013 კეთილი იყოს დაბრუნება
1. ნაწარმოები დავაბრუნე ჩემი მეგობრების თხოვნით. :) ნაწარმოები დავაბრუნე ჩემი მეგობრების თხოვნით. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|