ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანუნია
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2013


,,თავის-უფალი"

ქება რას გვარგებს,
ან რას დაგვაკლებს,
თუ ჩვენსაა თავსა
ღმერთი არ უფლობს?

რა ბედენაა,
თუ მოკვდავთ ვუფრთხით,
ცად ახედვა კი
აზრადა გვრჩება.

კაცი ისაა, ვინც ბრძოლის ჟინით
თავის თავს უბნობს:
,,შემძლე ხარ მეტის!"

სამოსელს იწმენდს
დროს არც კი უთმობს
სხვის ტალახიან დარაბის ცქერას.

ღმერთის შვილობა ძნელია მათთვის,
ვინც კი მუდამდღე
ჩხირს ეძებს სხვის თვალთ,
სხვისი მზერით კი ცხვირის წინ მჭვრეტელს,
ვერ შეუნიშნავს დირე თავისა,
დამონებია ცოდვისა მჩხიბავს.

უმჯობეს არის ხელთ გვეპყრას სკიპტრა,
საბრძლოდ ჩვენი სულების ხსნისად,
თავზე ვამეფოთ, უფალი ღმერთი
და ავეშენოთ ტაძარად წმინდად.

მაშინ კი მდაბლად დავხრით გონთ მხედარს -
თავსა -სარკოფაგს სულისა ქვეყნად
და მხოლოდ მაშინ გადმოვა ზეცად,
სული უმანკო, ძირს წმინდა მტრედად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები