 | ავტორი: მირანგულა ჟანრი: პოეზია 30 აპრილი, 2013 |
დაბრუნდებიან კვლავაც მერცხლები მშობლიურ მხარეს; ფრთებს შეასხამენ გაზაფხულის მზეს გადამფრენები. ვიცი, გაუძლებ, ბეღურავ ჩემო, გამყინავ ქარებს და არც ამ ზამთარს (უბრძოლველად) არ დანებდები.
ჩემს გულში ბუდობ, ჩემო იმედო – ჩემო ბეღურავ და არ გადარდებს რომ აქ ზამთარიც ცივია უფრო... შენი ფრთები კი, მე, გაზაფხულად შემომეხურა და ჩემთან ერთად, შორს გაფრენილებს ელი და უხმობ.
გვიახლოვდება გარდაცვალება - სხივით გამთბარი, ვიცი, სიბნელე რომ დამარცხდება განთიადებთან! გამოჩნდა გუნდი, შორს – გადამფრენთა, მიდის ზამთარი და ყველა ბარტყი (ამ ალუბლებზე) დაფრთიანდება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|