იყავი მიწა,არაფრიდან ღვთის ნებით იშვი და პლანეტიდან ამობოლილ ნისლივით წახვალ, თუმცა მანამდე შენ მოგიწევს ეგ სულის ნიშა აავსო რწმენით,სიყვარულით,ან რამე ახალ გრძნობებთან შეძლო შეჭიდება,დაკარგო თავი, დაკარგო თავი სულ უბრალოდ,დაკარგო ისე, რომ იყო წყალში და სხეულში გტანჯავდეს გვალვა და ვენებიდან აორთქლებდე მეწამულ ნისლებს.
იქცევი მიწად,თუმც მანამდე ტკივილებს ებრძვი, იარებს ირჩენ სხეულში და ძაღლივით ლოკავ საკუთარ სულს და ყურს არ უგდებ ვიღაცა ბრძენის რაღაც უაზრო შეგონებას,დავუშვათ მორალს.
დამდგარხარ ცის ქვეშ,საკუთარი აზრით და რწმენით, რწმენით,რომელიც წინაპარმა გადმოგცა.ჩოქვით, როცა უვლიდა წმინდა ტაძარს,მამულს და ენას, ღმერთს ავედრებდა და თიხისგან ძერწავდა დოქებს,
ფიალებს,ჯვარზე ვაზს ძერწავდა,ძერწავდა თუნგებს, ძერწავდა ხატებს,თლიდა ხატებს,ქარგავდა ხატებს და ამ რწმენისთვის დაცინვის ჯვარს გაგაკრან თუნდაც, ყველა თავსაბურს გირჩევნია დიდედას ფატა,
რომელიც მტვრიან თაროზე დევს,შენს წმინდა ალაგს, რომელსაც სულ სხვა სითბო აქვს და აქვს სულ სხვა სუნი, "ის" სურათიდან მორცხვად დახრილ თვალებსაც მალავს, ღმერთო! აცხონე წინაპრების ნათელი სული.
დმ. 01.05.2013წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. . . .რომელსაც სულ სხვა სითბო აქვს და აქვს სულ სხვა სუნი. . . ჩემი ყველაზე ტკბილი დიდედა გამახსენა ამ ლექსმა და ვერ დავტოვე კომენტარის გარეშე <3 . . .რომელსაც სულ სხვა სითბო აქვს და აქვს სულ სხვა სუნი. . . ჩემი ყველაზე ტკბილი დიდედა გამახსენა ამ ლექსმა და ვერ დავტოვე კომენტარის გარეშე <3
21. ხომ შეგძლებია ბატონო დავით :) მიხვდები რასაც ვგულისხმობ...
და ამ რწმენისთვის დაცინვის ჯვარს გაგაკრან თუნდაც, მოგიწონე :) ხომ შეგძლებია ბატონო დავით :) მიხვდები რასაც ვგულისხმობ...
და ამ რწმენისთვის დაცინვის ჯვარს გაგაკრან თუნდაც, მოგიწონე :)
20. რომელიც მტვრიან თაროზე დევს,შენს წმინდა ალაგს, რომელსაც სულ სხვა სითბო აქვს და აქვს სულ სხვა სუნი, "ის" სურათიდან მორცხვად დახრილ თვალებსაც მალავს, ღმერთო! აცხონე წინაპრების ნათელი სული.
ბრაო, ძმა! რომელიც მტვრიან თაროზე დევს,შენს წმინდა ალაგს, რომელსაც სულ სხვა სითბო აქვს და აქვს სულ სხვა სუნი, "ის" სურათიდან მორცხვად დახრილ თვალებსაც მალავს, ღმერთო! აცხონე წინაპრების ნათელი სული.
ბრაო, ძმა!
19. ავტორი: არამითი777 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2+3=5555555 და მოწონება პატივისცემა... ძალიან სიღრმისეულია... 8 მაისი, 2013 ავტორი: არამითი777 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2+3=5555555 და მოწონება პატივისცემა... ძალიან სიღრმისეულია... 8 მაისი, 2013
18. ყველა საკუთარ ბებიაზე (დიდედაზე) წერს და ყველას საერთო ბებიაზე გამოუდის დაწერილი, ასეთია ბებიების ფენომენი :)
კარგი ლექსია ეს, წინაპრების ტრადიცულ სადღეგრძელოს არ ჰგავს:)
"დაკარგო თავი სულ უბრალოდ,დაკარგო ისე, რომ იყო წყალში და სხეულში გტანჯავდეს გვალვა და ვენებიდან აორთქლებდე მეწამულ ნისლებს.
იქცევი მიწად,თუმც მანამდე ტკივილებს ებრძვი, იარებს ირჩენ სხეულში და ძაღლივით ლოკავ საკუთარ სულს და ყურს არ უგდებ ვიღაცა ბრძენის რაღაც უაზრო შეგონებას,დავუშვათ მორალს." ყველა საკუთარ ბებიაზე (დიდედაზე) წერს და ყველას საერთო ბებიაზე გამოუდის დაწერილი, ასეთია ბებიების ფენომენი :)
კარგი ლექსია ეს, წინაპრების ტრადიცულ სადღეგრძელოს არ ჰგავს:)
"დაკარგო თავი სულ უბრალოდ,დაკარგო ისე, რომ იყო წყალში და სხეულში გტანჯავდეს გვალვა და ვენებიდან აორთქლებდე მეწამულ ნისლებს.
იქცევი მიწად,თუმც მანამდე ტკივილებს ებრძვი, იარებს ირჩენ სხეულში და ძაღლივით ლოკავ საკუთარ სულს და ყურს არ უგდებ ვიღაცა ბრძენის რაღაც უაზრო შეგონებას,დავუშვათ მორალს."
17. და ამ რწმენისთვის დაცინვის ჯვარს გაგაკრან თუნდაც, ყველა თავსაბურს გირჩევნია დიდედას ფატა
555555555555555 და ამ რწმენისთვის დაცინვის ჯვარს გაგაკრან თუნდაც, ყველა თავსაბურს გირჩევნია დიდედას ფატა
555555555555555
16. მშვენიერი ლექსია...მოიტანა იმ სიძველის ძვირფასი სურნელი..5 მშვენიერი ლექსია...მოიტანა იმ სიძველის ძვირფასი სურნელი..5
15. 5. მეტს ვერაფერს ვიტყვი! 5. მეტს ვერაფერს ვიტყვი!
14. ღმერთო! აცხონე წინაპრების ნათელი სული. ღმერთო! აცხონე წინაპრების ნათელი სული.
13. რომელიც მტვრიან თაროზე დევს,შენს წმინდა ალაგს, რომელსაც სულ სხვა სითბო აქვს და აქვს სულ სხვა სუნი, "ის" სურათიდან მორცხვად დახრილ თვალებსაც მალავს, ღმერთო! აცხონე წინაპრების ნათელი სული.
5+++ რომელიც მტვრიან თაროზე დევს,შენს წმინდა ალაგს, რომელსაც სულ სხვა სითბო აქვს და აქვს სულ სხვა სუნი, "ის" სურათიდან მორცხვად დახრილ თვალებსაც მალავს, ღმერთო! აცხონე წინაპრების ნათელი სული.
5+++
12. არაფრისმთქმელი--5 არაფრისმთქმელი--5
10. ძალიან ლამაზი ლექსი ა) ძალიან ლამაზი ლექსი ა)
9. ავტორი: არამითი777 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
8 მაისი, 2013 ავტორი: არამითი777 ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
8 მაისი, 2013
7. ძალიან მომეწონა. +2 პატივისცემით ავტორს და წარმატების სურვილი ჩემგან. კახას კომენტარი ასეთი ფორმით აქ ნამდვილად გამეხარდა.ქიშპობა დამარცხდა :).გენაცვალეთ თქვენ. ძალიან მომეწონა. +2 პატივისცემით ავტორს და წარმატების სურვილი ჩემგან. კახას კომენტარი ასეთი ფორმით აქ ნამდვილად გამეხარდა.ქიშპობა დამარცხდა :).გენაცვალეთ თქვენ.
6. არაჩვეულებრივია დავით ბატონო!!! გაიხარე შენა!!! არაჩვეულებრივია დავით ბატონო!!! გაიხარე შენა!!!
5. ყველაფერი არის ლექსში, მომეწონა ძალიან!!! ყველაფერი არის ლექსში, მომეწონა ძალიან!!!
4. იგრძნობა სითბო და სიყვარული გაიხარე ავტორო მომეწონა2+ იგრძნობა სითბო და სიყვარული გაიხარე ავტორო მომეწონა2+
3. ძალიან კარგია.. +5 ძალიან კარგია.. +5
1. ქრისტე აღსდგა!
მოგიკითხეთ ბატონო დავით და მოვიხიბლე ამ შესანიშნავი ლექსით.
იხარეთ! ქრისტე აღსდგა!
მოგიკითხეთ ბატონო დავით და მოვიხიბლე ამ შესანიშნავი ლექსით.
იხარეთ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|