როგორ დავღლილვარ უშენოდ სუნთქვით,
სევდის ფერები ჩემში კვლავ გაჩნდა.
მართლა არ ვიცი ჩემად თუ მსურდი
უბრალოდ ვხვდები,მჭირდები ახლა.
ფარსი სიტყვებით გრძნობა შევნიღბე
ცრემლები ვმალე ლექსების მიღმა,
თუკი გატკინე გული შემინდე,
ვერ ვგუობ უკვე გულგრილის ნიღაბს.
ბედნიერს ვგავარ,ხედავ ვიღიმი
უშენოდ წამიც არ მიხარია,
მე გამოვცადე დიდი ტკივილი,
მაგრამ არასდროს არ მინანია.
,,არ შეიყვარო ჯერ ხომ ბავშვი ხარ,
გაიზრდები და მოასწრებ მერეც“
გამაგებინეთ გულს რა ვუბრძანო,
ან რომ ვუბრძანო ის დამიჯერებს?
წლები გაფრინდა...დავრჩით უცვლელი.
ტაძარში კენტად ვაცრემლებთ სანთლებს,
სიყვარულისთვის რამდენს ვუძლებდით,
მუდამ დარჩები მარცხენა მხარეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სიყვარულისთვის რამდენს ვუძლებდით,
მუდამ დარჩები მარცხენა მხარეს. სიყვარულისთვის რამდენს ვუძლებდით,
მუდამ დარჩები მარცხენა მხარეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|