ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: თარგმანი
19 მაისი, 2013


E. B. Jump

სამყარო სავსეა
"მინდა ვიყო" და
"უნდა ვიყო" და
"თითქმის ვიყავ"–ებით.

და სამყარო გადაჭედილია
სკეპტიკოსებით და
ცრუ მქადაგებლებით
და იმ ხალხითაც, რომელთაც არასდროს ულაპარაკნიათ.

სამყარო არასოდეს გამოილევა,
როგორც ნამცხვარი –
მისი ყალიბი, სულ ახალ–ახალ ასლებს
აცხობს.

თუმცა, ერთხელაც,
თუ გაგიმართლებს, თუ ძალიან ძალიან გაგიმართლებს,
შენ შეხვდები ოცნების მფლობელს;
ოცნების მქსოველს;
ოცნების შემქმნელს.

და ერთხელაც, ლურჯმთვარიანობისას,
როცა ყველა წინაპირობა იქნება დაცული,
შენ შეხვდები ვიღაცას, რომელსაც არ ეშინია.

ვიღაცას, რომელთან ერთადაც სამყაროს კიდეზე ჩამოჯდები,
ჩაჰკიდებთ ფეხებს მის ღრმა უფსკრულში,
ჩახედავთ მის უკუნ სივრცეს,
ჩასჭიდებთ ხელებს ერთმანეთს,
თვალებს დახუჭავთ

და გადახტებით.

და ეს ვიღაცა, ჩემო ძვირფასო,
ჩემთვის შენა ხარ.





The world is full of
wanna-bes and
used-to-bes and
almost-wases.

And the world is crawling with
naysayers and
false speakers and
people who never speak at all.

The world will never run out of
cookie cutters and
fakes and
exact replicas.

But every once in a while,
if you're lucky, really truly lucky
you meet a dream catcher or
a dream weaver or
a dream creator.

And every once in a blue moon,
should all the conditions be right,
you meet someone who is not afraid.

Someone who will hang their feet
over the very edge of this dismal world
look down into the dark expanse
take your hand
close their eyes

and jump.

And that person, my dear,
is you.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს