 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 6 ნოემბერი, 2008 |
ო.იატაკის ღრიჭოებო, ღრიჭოებო ძველებური იატაკისა, მამის ჯიბიდან ჩამოცვენილი ხურდა-ფულების შემნახავებო, არც ისე დიდნო, დიასახლისს ამოსაგოზად რომ მოეცალა და არც იმდენად პატარებო, ჩემს ბავშვურ თვალებს თქვენში ჩაჭყეტა და იდუმალი ხმების მოსმენა გასჭირვებოდა.
გახსოვართ? გახსოვთ ჩემი სამკუთხა აღსარებები? ისევ ინახავთ იმ ბარათებს, თუ მეპარკეტემ ცოცხი მოუსვა წაუკითხავად?
''მე ახალ სახლში გადავდივარ. მე ვარ ათი წლის. მე ვარ ნინო დარბაისელი. მე ეს სახლი ძალიან მიყვარს და როცა დიდი გავიზრდები, ფულს მოვაგროვებ, ვიყიდი და აქ დავბრუნდები. მშვიდობით,ჩემო ღრიჭოებო!"
გახსოვთ? გართხმული იატაკზე, მუხლისთავებგადაცქვლეფილი, ყურს დაგადებდით და ვუსმენდი შორეულ ბუბუნს, სხვა ცხოვრებიდან მოსწრაფებულს. მე ხომ მჯეროდა, რომ ქრისტე სადღაც, ცაში კი არა, თქვენქვეშ ცხოვრობდა, თვალს გვადევნებდა ჩვენი ყოფის ღრიჭოებიდან..
ო,ღრიჭოებო, განძებისთვის გაჩენილებო!
მე გავიზარდე, და მას შემდეგ,რაც გავიზარდე, კი არ ვარსებობ , ანდა ვცხოვრობ, ღრიჭოებს ვეძებ, ღრიჭოებს ვეძებ, მუხლისთავებგადაცქვლეფილი!
1992
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. მადლობა განმარტებისთვის... დამაინტერესეთ. :) მადლობა განმარტებისთვის... დამაინტერესეთ. :)
18. ''სახეფერწამხდარდანაოჭებგაუხეშებულს'''?, სახეფერწამხდარ -და-ნაოჭებგაუხეშებულს, ამ სიტყვის შუაში და -კავშირით რომ არ იყოს შეერთებული ორი დამოუკიდებელი წარსული დროის მიმღეობა ,ნამდვილად ჩავთვლიდი,რომ საჯაიამ პიკი აიღო.სამწუხაროდ,ეს პოეტურ ნეოლოგიზმად ან პოეტურ ოკაზიონალიზმად ვერ ჩაითვლება. თუ თქვენი ინტერპრეტაციით ეს ასეა: სახე-ფერწამხდარ-დანაოჭებ-გაუხეშებულს, ანუ სამი ერთგვაროვანი სახელია გამოყენებული,მაშინ ტოლადშერწყმულ კომპოზიტს ვერ მივიღებთ და მათ შორის დეფისებია საჭირო. ასეთი წესები აქვს ჩვენს მშობლიურ ენას.რა გაეწყობა! ``სახეფერწამხდარდანაოჭებგაუხეშებულს```?, სახეფერწამხდარ -და-ნაოჭებგაუხეშებულს, ამ სიტყვის შუაში და -კავშირით რომ არ იყოს შეერთებული ორი დამოუკიდებელი წარსული დროის მიმღეობა ,ნამდვილად ჩავთვლიდი,რომ საჯაიამ პიკი აიღო.სამწუხაროდ,ეს პოეტურ ნეოლოგიზმად ან პოეტურ ოკაზიონალიზმად ვერ ჩაითვლება. თუ თქვენი ინტერპრეტაციით ეს ასეა: სახე-ფერწამხდარ-დანაოჭებ-გაუხეშებულს, ანუ სამი ერთგვაროვანი სახელია გამოყენებული,მაშინ ტოლადშერწყმულ კომპოზიტს ვერ მივიღებთ და მათ შორის დეფისებია საჭირო. ასეთი წესები აქვს ჩვენს მშობლიურ ენას.რა გაეწყობა!
17. ელექტრო ციცინათელებით კაბაუმოწყალოდდანაჩრჩილი ღამე ქურდია. და მოიპარა ქუჩას შერჩენილი შენი ჩრდილი.
ეს ნეკერას ლექსია კაბაუმოწყალოდდანაჩრჩილი
ჩემს მეგობარსაც აქვს ''ბევრმარცვლიანი'' სიტყვები ლექსში.თუ მომაწოდა დავდებ აქ...:) ელექტრო ციცინათელებით კაბაუმოწყალოდდანაჩრჩილი ღამე ქურდია. და მოიპარა ქუჩას შერჩენილი შენი ჩრდილი.
ეს ნეკერას ლექსია კაბაუმოწყალოდდანაჩრჩილი
ჩემს მეგობარსაც აქვს ``ბევრმარცვლიანი`` სიტყვები ლექსში.თუ მომაწოდა დავდებ აქ...:)
16. სარკეში
რა ახალგაზრდა დამიბერდი, თვალს და ხელს შუა... ისე ვეღარ გცნობ, მოგესალმო ლამის სარკეში, სახეფერწამხდარდანაოჭებგაუხეშებულს, სიცოცხლის ყველა ნიშანწყალის, თითქმის, გარეშე. ეს საჯაიას ლექსია...
სახეფერწამხდარდანაოჭებგაუხეშებულს, :) ათ მარცვალზე მეტია ..;)
სარკეში
რა ახალგაზრდა დამიბერდი, თვალს და ხელს შუა... ისე ვეღარ გცნობ, მოგესალმო ლამის სარკეში, სახეფერწამხდარდანაოჭებგაუხეშებულს, სიცოცხლის ყველა ნიშანწყალის, თითქმის, გარეშე. ეს საჯაიას ლექსია...
სახეფერწამხდარდანაოჭებგაუხეშებულს, :) ათ მარცვალზე მეტია ..;)
15. დალაი ძვირფასო! უამრავი. ამ ლექსში ორი ტექნიკური ამოცანა მქონდა დასაძლევი.გასული საუკუნის დასაწყისში სერგი გორგაძე თავის გამოკვლევაში ლექსის შესახებ წერდა,რომ ექვს მარცვალზე უგრძესი სიტყვა წქართულ ლექსში იშვიათია.მოვიდა მუხრან მაჭავარიანი და...გაჩნდა უვრცელესი,ათმარცვლიანი სიტყვა,ეს თავისებური პიკის აღება მის მეტმა ჯერჯერობით ვერავინ შესძლო.აბა გამოიცანით,რა სიტყვაა!...კარგი,გეტყვით,''მრავალჭირვარამგადანახადი''.მინდოდა თუ ათმარცვლიანი და მეტი თუ არა,მაქსიმალურად ვრცელი სიტყვა მაინც შემექმნა და შევქმენი ''მუხლისთავებგადაცქვლეფილი''. ცხრამარცვლიანია,მაგრამ ''ჩემია''. უპირველესი ტექნიკური ამოცანა კი,გაგიკვირდებათ,რომ გითხრათ!. ილია ჭავჭავაძისადმი რაღაც განსაკუთრებული სიყვარული მაქვს ბავშვობიდანვე.მისი ''ყვარლის მთებს'' ჩემთვის პოეზიის მწვერვალად//მეორე პიკი!/რჩება.თუ ამ ლექსს დაუკვირდებით,მიხვდებით,რომ ეს გადაყირავებული ''ყვარლის მთებია'',ინტონაცია ,სახეობრიობა,ლექსიკური ალუზიები და კიდევ მრავალი რამ. ამას კი დიდი შრომა დასჭირდა და ფურცელთან ერთად,მელანი და მელანქოლიაც. დალაი ძვირფასო! უამრავი. ამ ლექსში ორი ტექნიკური ამოცანა მქონდა დასაძლევი.გასული საუკუნის დასაწყისში სერგი გორგაძე თავის გამოკვლევაში ლექსის შესახებ წერდა,რომ ექვს მარცვალზე უგრძესი სიტყვა წქართულ ლექსში იშვიათია.მოვიდა მუხრან მაჭავარიანი და...გაჩნდა უვრცელესი,ათმარცვლიანი სიტყვა,ეს თავისებური პიკის აღება მის მეტმა ჯერჯერობით ვერავინ შესძლო.აბა გამოიცანით,რა სიტყვაა!...კარგი,გეტყვით,``მრავალჭირვარამგადანახადი``.მინდოდა თუ ათმარცვლიანი და მეტი თუ არა,მაქსიმალურად ვრცელი სიტყვა მაინც შემექმნა და შევქმენი ``მუხლისთავებგადაცქვლეფილი``. ცხრამარცვლიანია,მაგრამ ``ჩემია``. უპირველესი ტექნიკური ამოცანა კი,გაგიკვირდებათ,რომ გითხრათ!. ილია ჭავჭავაძისადმი რაღაც განსაკუთრებული სიყვარული მაქვს ბავშვობიდანვე.მისი ``ყვარლის მთებს`` ჩემთვის პოეზიის მწვერვალად//მეორე პიკი!/რჩება.თუ ამ ლექსს დაუკვირდებით,მიხვდებით,რომ ეს გადაყირავებული ``ყვარლის მთებია``,ინტონაცია ,სახეობრიობა,ლექსიკური ალუზიები და კიდევ მრავალი რამ. ამას კი დიდი შრომა დასჭირდა და ფურცელთან ერთად,მელანი და მელანქოლიაც.
14. კარგი ლექსი ;;) კარგი ლექსი ;;)
11. მუხლისთავებგადაცქვლეფილი! 10. მუხლისთავებგადაცქვლეფილი! 10.
9. ესეც ჩემი უსაყვარლესი... ესეც ჩემი უსაყვარლესი...
8. მეც მახსოვს :) მეც მახსოვს :)
7. ძლიერია ძაან კიდევ ერთი მამიანი სურათი :) ძლიერია ძაან კიდევ ერთი მამიანი სურათი :)
6. მიყვარს ეს ლექსი.
10!!!!!!!!!!! მიყვარს ეს ლექსი.
10!!!!!!!!!!!
5. ძვლებამდე მტკენი.. გენიალური.. ძვლებამდე მტკენი.. გენიალური..
4. შესანიშნავი ლექსია "ებლიტფოდან" მახსოვს და ძალიან მიყვარს შესანიშნავი ლექსია "ებლიტფოდან" მახსოვს და ძალიან მიყვარს
3. მოგესალმებით ქ. ნინო, დამოგიკითხავთ. ღრიჭოები მახსოვს ებლიტფოდან, შთამბეჭდავი და საოცრად მსუბუქი ლექსია, მსუბუქი თავისი რიტმით, თორემ ღრიჭოები თავისთავად მალავენ ტკივილს და მონატრებას, იმ ამოუცნობის მონატრება რასაც მთელი ცხოვრება ვეძებთ. ძალიან გამახარა ამ ლექსმა აქაც. საოცარი ალღო გაქვთ. ეხებით ისეთ თემებს...
ყვავილები აქაც. მოგესალმებით ქ. ნინო, დამოგიკითხავთ. ღრიჭოები მახსოვს ებლიტფოდან, შთამბეჭდავი და საოცრად მსუბუქი ლექსია, მსუბუქი თავისი რიტმით, თორემ ღრიჭოები თავისთავად მალავენ ტკივილს და მონატრებას, იმ ამოუცნობის მონატრება რასაც მთელი ცხოვრება ვეძებთ. ძალიან გამახარა ამ ლექსმა აქაც. საოცარი ალღო გაქვთ. ეხებით ისეთ თემებს...
ყვავილები აქაც.
2. :) ბავშვობა გამახსენა. კარგია 5 :) ბავშვობა გამახსენა. კარგია 5
1. ძალიან კარგია, ბავშვივით ალალი...5 ძალიან კარგია, ბავშვივით ალალი...5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|