ცხოვრება ისევ უაზროდ მიდის, წუთები ისევ ითვლიან წამებს, აქეთ იუდა იესოს ყიდის, იქით მიქელა იბევებს გვამებს...
ვერ გავუძელით ღვთიურ სინათლეს, თვალებსღა ვხუჭავთ ზღაპრის გმირები, მუხთლად გვიცავდა მზაკვრულ სიმართლეს, ჯაყვა მოძმისთვის დანაღირები...
რისთვის ვარსებობთ საერთოდ ვინ ვართ, ბოლოს ხომ ყველას ხავსი გვედება, იმ ბრმა სიმართლის მორევში ვზივართ, გაუგებელ კაცს რაც გაეგება...
აქ ჩვენნაირი სხვაც ბევრი ვიცი, გულში რომ იკრავს დარდის კაეშანს, იცის რომ ცდება და მაინც ირჩევს, იმ მიუღებელ ბოლო არჩევანს...
და ეს ცხოვრებაც ისე გაივლის, როგორც წარსულის ჩუმი ლანდები, დრო გაცილების წამებს დაითვლის, და მიწის გულში დავიკარგები...
მიცვალებულმაც უნდა ვიცოცხლო, ხსოვნა - სახელთან გავამთლიანო, რამე შექმენი რამედ რომ ღირდე, რამედ რომ ღირდე ადამიანო...!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|