ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2013


იდუმალი კავშირი

ხსოვნამ ამოაგდო ფაილივით
კადრები ჩვენი შეხვედრის.
უკვე ყველაფერი ჩავლილია,
(ასე ჩანს, ერთი შეხედვით)...
იყავი მთვრალი და უცნაური,
ჩამუქებული სათვალით.
უეცრად წამოსცდა ტუჩს ხმაური,
საინტერესოდ ჩამთვალა...
ზურგებით ვიჯექით უცნობები,
ერთმანეთისკენ განწყობით.
გვმართავდა ორივეს უცხო ნება,
გაურკვეველი აწმყოთი...
მერე ბედმა დადგა მიზანსცენა,
მელოდრამული ფინალით.
თუმცა, წლების მერეც იმ აზრზე ვარ,
რომ არაფერი ვინანო...
თბილი მოგონების აურაში
ვზივარ და წარსულს ვილოკავ.
მახსოვს სიტკბო როგორ გავამლაშეთ,
დღემ სიმწრით თმა შეიმოკლა...
გრძნობები ხსოვნაშიც ქარბუქობენ,
თუმცა, აკლდამა ვუშენე...
ხომ ხედავ, დრო მაინც არ მოქმედებს,
უდაბნოს ვგავარ უშენოდ...
სიყვარულს წარსული არ ჰქონია,
ვტოვებთ უდედო ბავშვივით.
უკრავს ქარი ტუჩის გარმონზე და,
მასაც შენთან აქვს კავშირი...
        27.05.13








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები