ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: თარგმანი
28 მაისი, 2013


== " ქ ო ლ გ ა ლ ი ო ტ ი " ==

\ნურბეი გულია \

ერთხელაც, ჩემს მეგობართან ერთად წვიმაში მოვყევი. გავხსენი ქოლგა და
შემიფარეო, მთხოვა იმანაც. არადა, კარგად მახსოვს, თავადაც ჰქონდა
საუცხოო, ავტომატური ქოლგა – დააჭერ ერთ ღილაკს და გაიხსნება,
დააჭერ მეორეს – იხურება. იაპონურია,ახალტექნოლოგიური.
  ჰოდა, ვეკითხები, „–შენი თანამედროვე ქოლგა რა უყავი–მეთქი?!“
ისეთ იდუმალ ამბავს მიყვება, ახლაც არ ვიცი, დავიჯერო თუ არა
და იქნებ, მკითხველი დამხმარებოდა გარკვევაში.

„ –გამიფრინდაო,“–მეუბნება,–„ჩემი ინოვაციური ქოლგა!
გაფრინდა და...მორჩა!“– მერე, კი, მოყოლას იწყებს რა და როგორ
მოხდა,–„ხომ გახსოვს როგორი იყო?! ავტომატური, ერთ ღილაკს
დააჭერ–გაიხსნება, მეორეს და– იხურება. რა საოცრება მოიგონეს
იაპონელებმა! ხოდა, შემიჩნდა გამომგონებლობის ჭია. ავდექი და
ეს ღილაკები ბერკეტით დავაკავშირე ერთმანეთთან. პირველ ღილაკს
დააჭერ– გაიხსნება ქოლგა, ეს პირველი კი ბერკეტის
დახმარებით–მეორე ღილაკს აჭერს, ქოლგა იხურება, ეს მეორე–თავის
მხრივ ისევ პირველ ღილაკს რთავს და იხსნება ქოლგაც. ასე
დაუსრულებლად.
  გამოვიტანე ეზოში გამოსაცდელად და დავაწექი პირველ ღილაკს. გაიხსნა ქოლგა,
იმწამსვე დაიხურა,ისევ გაიხსნა–ისევ დაიხურა. იქნევს თავის "გუმბათს",
როგორც უზარმაზარი,ძლიერი ფრინველი ფრთებს. მე კი, წარმოდგენა
არ მაქვს–როგორ უნდა გავაჩერო. ხელშიც ვეღარ ვაჩერებ. შევყოვნდი
და გამისხლტა კიდეც ხელიდან. ისე დაქრის ეზოში– ვერც რომ წამოეწევი.
მერე ამობრუნდა და "გუმბათის" მაღლივ მიმართვით ზევით–ზევით დაიწყო
ფრენა ფანტასტიური ვერტმფრენივით. ხელი წავატანე სახელურზე,
მაგრამ ვერ მივწვდი. გამიფრინდა,საძაგელი! მე სულელმა კი მთელი
შვიდასი მანეთი მივახარჯე მაგ ქოლგაში. დავდივარ, ახლა, წვიმაში ასე დაუცველად.“
ჩემს გაოგნებულ სახეს შეხედა და ჩაფიქრებით ჩამეკითხა:
„– როგორ ფიქრობ, დაეშვებაო ოდესმე მიწაზე ჩემი ქოლგა თუ სამუდამოდ
გამიფრინდაო, შენი აზრით?!“

  არც კი ვიცი რა ვუპასუხო, იქნებ, მკითხველი მაინც დამეხმაროს...

http://lit.lib.ru/g/gulia_n_w/text_0110.shtml
• 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები