ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2013


  ჩამოტვირთვა

ა ნ დ რ ე

აფრებზე კიდია თეთრი საქანელი...
გამთენიაა ანდრე
და ვესალმები ლოთებს,
რომლებიც ჩემსავით გითევენ ღამეს...
და მეღიმება ხელიდან წასულებზე,
ვინაიდან ლოთებივით შემორჩნენ ღამეს
და ველაპარაკები მეეზოვეს,
რომელიც ხელიდან წასულ ქუჩას ასუფთავებს
და გამოვეთხოვე ქუჩას,
გამთენიაა ანდრე...
აფრებზე კიდია თეთრი საქანელი...



აფრებზე კიდია თეთრი საქანელი
ჩემო ანდრე როგორ დავბერდით, 
ჩვენ ბავშვობასაც ვეღარ ვიხსენებთ,
ვეღარც ფეხშიშველა მატროსებს ვეკიდებით
სითბო გაგვიქრა სხეულიდან, 
მხოლოდ ჩვენ წილ სასმელშიღა შეგვრჩა
ცხოვრების სითბო ანდრე...
ახლა კი ვუყურებთ როგორ ქრება ღამე,
არაფერი შეგვიძლია...
აფრებზე კიდია თეთრი საქანელი

აფრებზე კიდია თეთრი საქანელი
და ჩემო ანდრე, როგორ დავბერდით
ჩვენ ბავშვობასაც ვეღარ ვიხსენებთ,
ვეღარც ფეხშველა საბედოს
და ნატვრის ჩათქმისთვის ცაც აღარ იხსნება...
აფრებზე კიდია თეთრი საქანელი

აფრებზე კიდია თეთრი საქანელი
მხოლოდ ჩვენ ორნი,
მე და შენ ანდრე,
ვდგავართ პირისპირ
და მე პირველად ვიგრძენი ადამიანი,
ჩემში კი არა,
არამედ გვერდით მდგომი ადამიანი,
მე შინაური ცხოველი ვარ ანდრე,
რომელიც ადამიანისგან საკვებს არ მოითხოვს...
მე შინაური ცხოველი ვარ ანდრე,
რომელიც ადამიანისგან მხოლოდ სითბოს მოითხოვს...
აფრებზე კიდია თეთრი საქანელი

აფრებზე კიდია თეთრი საქანელი
თუ მხოლოდ ჩემს სიზმრებში ხდება ასე?
მე არ მჯერა წარსულის და არც მომავლის რწმენა მაქვს,
მე ვცხოვრობ აწმყოთი,
სულ უფრო და უფრო მეტ განსხვავებას ვპოულობ
ჩემსა და შენ შორის
ზღვა არ თავდება ჩემით და შენით ანდრე...
აფრებზე კიდია თეთრი საქანელი

აფრებზე კიდია თეთრი საქანელი
მე, დამეკარგა შენი სურათი,
რომელშიც ვარდისფერი და ჩამოძენძილი კაბა გეცვა ანდრე...
შენ არ ხარ ლოთი,
მაგრამ - ხელიდან წასული,
შენ ვარდისფერი კაბა გაცვითე ანდრე...
აფრებზე კიდია თეთრი საქანელი

აფრებზე კიდია თეთრი საქანელი
და არ არსებობს სხვა გზა, სხვა გეზი,
უბრალოდ უნდა დახუჭო თვალი
და იგრძნო სიო
თმებში ჭაღარასავით რომ გეპარება,
არ იფიქრო წარსულზე
არც რამე სხვაზე
უბრალოდ იცხოვრე ერთი წამით
და შენ  მიხვდები რაა ბედნიერება
ანდრე...
აფრებზე კიდია თეთრი საქანელი...

აფრებზე კიდია თეთრი საქანელი...
გამთენიაა ანდრე...


"დღეს სამია ივნისის"

2013 - ქუთაისი...

ავტორები: თამაზ დევიძე, ირაკლი ბერია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები