ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიცვალებული
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2013


აბსტრაქტული შეყვარებული - სიმშვიდე

მე დავუბრუნდი ჩემს გაქუცულ სიმარტოვეს,
რომლიდანაც სევდა ისე ამომაქვს, როგორც ჭიდან -
მელანქოლიის უსაფრთხო საცავიდან.

ამ სიმარტოვეში მე არ ვარ მარტო.
ადამიანები მოდიან გაურკვეველი სიზმრებიდან და
თან მდინარეები მოაქვთ, ჭიქებით, თვალებით, ხელებით.

მალე დრო ჩუმ სიმშვიდეს მომიყვანს.
დამჩრდილავს, შემიერთებს და წავალთ იქ,
სადაც ერთმანეთს სიჩუმით ესაუბრებიან,
ზღაპრებს სიზმრებში უყვებიან და ცაზე
ვარსკვლავების მაგიერ ნიჟარებს ითვლიან.

მივაღწევთ ნირვანას, გავშლით ლაყუჩებს და
ვიცურებთ მანამ, სანამ ფილტვები არ დაგვისკდება,
როგორც ბუშტები.

მე და სიმშვიდე შევერწყმებით ერთმანეთს,
შემოვა ჩემში, დამიუფლებს.
ეს იქნება ყველაზე მშვიდი სქესობრივი კავშირი
ჩემსა და აბსტრაქტულ შეყვარებულს შორის,
რომელიც გაგრძელდება მანამ,
სანამ სიჩუმის დარღვევას რეალობით არ დავაპირებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები