 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 8 ნოემბერი, 2008 |
1. წუხელი , ღამით, როცა ხელახლა მოვუყევი ყველა ზღაპარი, მაგრამ არა და არ დაიძინა, მაშინ ვუთხარი, რომ სხათა შორის, შემეძლო მწარედ მიმეტყიპა.
2. -დედიკო,იცი? ქვეყანაზე რაც ნაბიჯია, ღამღამობით ყველა აქ მოდის, ყველა აქ მოდის, რომ გიპოვოს და აქედან შორს წაგიყვანოს.
ახლა ,გგონია,აქ მარტო ვართ? შუქს რომ ჩამიქრობ და კარებსაც რომ გაიხურავ, ოთახი უცებ აივსება, ყველა აქ მოდის: ჩიტი,გუშინ რომ გაგვიფრინდა, კაცი-ექიმი, ჯუჯა, ბატკანი,ზაფხულში რომ მოკლეს ბიჭებმა, მერე, სულ ბოლოს, თუ ფანჯარა ღია იქნება, მოფრინდებიან დიდფრთიანი ანგელოზები.
თუ არ დამტოვებ, ხელს მოგკიდებ და როცა მოვლენ, აღარაფრის შეგეშინდება...
დიდხანს ეჭირა ჩემი ხელი, მერე ჩასთვლიმა. აყრილ ოთახში მომლოდინედ იწვნენ ჩრდილები. ავწონ-დავწონეთ ერთმანეთი შეხვედრილებმა, მერე სხვა მხარეს გავეშურე, სხვა ფიქრს გავყევი.
3. იმ დიდი სახლის საძინებელში, სადაც ახლა სხვები ცხოვრობენ. ხშირად ვიწექი მარტოდმარტო და შევცქეროდი: ფანჯარა მთვარის ამალას რომ შემოიწვევდა, ეგებებოდა სავარძელი - - ხელმწიფე ჩრდილი, და უფლისწული - - სკამი ,რომელზეც ტანისამოსს ვკიდებდით დები. მოჰქონდათ სტუმრებს საიდუმლო გასახარელი, მუსაიფობდნენ ხმაშეწყობით, ვიდრე კამოდის ერთი კუთხიდან ავი ჩიფჩიფით არ დაიძვროდა გრძელნიკაპა, ბებერი ჩრდილი და დიდ საწოლზე გულწასული ესვენა ხოლმე მზეთუნახავი - - დედაჩემის გრძელი ხალათი. მინდოდა შველა, იატაკზე ფეხის ჩამოდგმა, მაგრამ მესმოდა , საწოლქვეშ როგორ ბუბუნებდა, როგორ ხარობდა ავკბილება - მთავარი ჩრდილი .
მაგრამ ეს იყო ზუსტად ერთი ცხოვრების წინათ. მე დამავიწყდა თქვენი ენა, ღამის ჩრდილებო, ენა, რომელიც არავინ იცის ,ბავშვების გარდა.
რაღამ შემაკრთო! ქარმა ფანჯარა გააჭრიალა და საწოლისკენ შემოიქნია ქათქათა ფარდა.
1984 /კრებულიდან ''ახალდედები'',თბ,1987/
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რა კარგი ლექსია...:) რა კარგი ლექსია...:)
7. მშვენიერი განცდები გამიღვიძმახსენა:) მშვენიერი განცდები გამიღვიძმახსენა:)
6. მინდოდა შველა, იატაკზე ფეხის ჩამოდგმა, მაგრამ მესმოდა , საწოლქვეშ როგორ ბუბუნებდა, როგორ ხარობდა ავკბილება - მთავარი ჩრდილი .
ჩემი ბავშვობის შიშ-ჩრდილიანობა :) მინდოდა შველა, იატაკზე ფეხის ჩამოდგმა, მაგრამ მესმოდა , საწოლქვეშ როგორ ბუბუნებდა, როგორ ხარობდა ავკბილება - მთავარი ჩრდილი .
ჩემი ბავშვობის შიშ-ჩრდილიანობა :)
5. პირველი ძალიან უბრალოა და ყოველდღიური, მომწონს ეგეთები. დანარჩენ ორში არის ძლიერი ფრაზები და მონაკვეთები, მაგრამ თითქოს იკარგება სრულ ტექსტში. პირველი ძალიან უბრალოა და ყოველდღიური, მომწონს ეგეთები. დანარჩენ ორში არის ძლიერი ფრაზები და მონაკვეთები, მაგრამ თითქოს იკარგება სრულ ტექსტში.
3. აყრილ ოთახში მომლოდინედ იწვნენ ჩრდილები.
ეს ფრაზა მომეწონა ყველაზე ძალიან, და საერთოდაც ლამაზია.... :) აყრილ ოთახში მომლოდინედ იწვნენ ჩრდილები.
ეს ფრაზა მომეწონა ყველაზე ძალიან, და საერთოდაც ლამაზია.... :)
2. 2. -დედიკო,იცი? ქვეყანაზე რაც ნაბიჯია, ღამღამობით ყველა აქ მოდის, ყველა აქ მოდის, რომ გიპოვოს და აქედან შორს წაგიყვანოს.
ძალიან ძალიან ძალიან მაგარია :( 2. -დედიკო,იცი? ქვეყანაზე რაც ნაბიჯია, ღამღამობით ყველა აქ მოდის, ყველა აქ მოდის, რომ გიპოვოს და აქედან შორს წაგიყვანოს.
ძალიან ძალიან ძალიან მაგარია :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|