 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 13 ივნისი, 2013 |
თეთრი ღრუბელი ცისფერ ცაზე, ნელა დაცურავს, ქარი ხან შეჰკრებს, ხან გაფანტავს, თან ფორმებს უცვლის, მასში წარსულის მომენტები გამოსახულა, სანახაობამ გამიტაცა, მივყვები ფურცვლით.
აი, გამოჩნდა ჯადოსნური ბაღი ედემის, ზღაპრულ ფერებში, გემოვნებით გადაწყვეტილი, იქვე ტბაც მოსჩანს, მოცურავე თეთრი გედებით, ტბის შორი-ახლო, ვაშლის ხესთან დგას ერთი წყვილი.
აქ ქარმა ცივად გადაშალა ხედი სამოთხის, ცა მოიკუპრა, მსწრაფლ ღრუბელმაც ფერი იცვალა, ვხედავ მამაკაცს, ორთავ ხელით სისხლში ამოთხვრილს, სისხლი მისია, ვინც პირველი გარდაიცვალა.
ქარმა გაფანტა ეს კადრიც და ახლა ღრუბელი, მჭიდროდ შექუჩდა, დაემსგავსა დიდრონ კიდობანს, დგას იმის ირგვლივ ყველა ჯიშის ცხოველ-ფრინველი, შემდეგი კადრი, გრანდიოზულს გავს წყალდიდობას.
და ისევ ქარმა შეუცვალა ღრუბელს იერი, თუმცა კი ფერი ისევ ისე, მუქი შავი აქვს, გამოჩნდა კაცი, არ აქვს სახე მას მიწიერი, ზურგით მძიმე ჯვარს მიახოხებს, მთისაკენ მიაქვს.
შემდეგი კადრი - მომტირალი დედის ცრემლები, აქ ქარი ჩადგა, არ მოძრაობს, ღუზა ჩაუშვა, ღრუბელმა სევდა გამოხატა ღრმა გაელვებით, დაიქუხა და ცოდვილ მიწას წვიმა დაუშვა...
მალე გაჩერდა, მიმოჰფინა სხივები მზემ ცას, გამოიდარა, სჩანს სამყაროს აეხსნა წყევლა, ის, მძიმე ჯვარი რომ მიჰქონდა, ამაღლდა ზეცად და ცაზე ახლა შვიდფერადი დგას ცისარტყელა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. "ღრუბელში დანახული" ამაღლება-მდე... ყოჩაღ ბენ-ჰური! +++++ "ღრუბელში დანახული" ამაღლება-მდე... ყოჩაღ ბენ-ჰური! +++++
9. ლამაზი ლექსია, მიყვარს ღრუბლებში სხვადასხვა პერსონაჟების ცქერა, ისინი ხომ ჩვენთვის თამაშობენ. ლამაზი ლექსია, მიყვარს ღრუბლებში სხვადასხვა პერსონაჟების ცქერა, ისინი ხომ ჩვენთვის თამაშობენ.
8. ამაღლებას გილოცავთ! ამაღლებას გილოცავთ!
7. დასაბამიდან ნოემდე, ნოედან ჯვარცმამდე, ჯვარცმიდან ამაღლებამდე! 5 <3 დასაბამიდან ნოემდე, ნოედან ჯვარცმამდე, ჯვარცმიდან ამაღლებამდე! 5 <3
6. მოეწონა არტეს:)+++ მოგიკითხე:) მოეწონა არტეს:)+++ მოგიკითხე:)
5. კაია ძამია, მომეწონა, რა გიყო 2 მეტს ვერ გიწერ, ისე კაი გემრიელ 5 იანზე მომეწონა )) ამაღლების მადლი გფარავდეთ კაია ძამია, მომეწონა, რა გიყო 2 მეტს ვერ გიწერ, ისე კაი გემრიელ 5 იანზე მომეწონა )) ამაღლების მადლი გფარავდეთ
4. კაი ძამია, მომეწონა, რა გიყო 2 მეტს ვერ გიწერ, ისე კაი გემრიელ 5 იანზე მომეწონა )) ამაღლების მადლი გფარავდეთ კაი ძამია, მომეწონა, რა გიყო 2 მეტს ვერ გიწერ, ისე კაი გემრიელ 5 იანზე მომეწონა )) ამაღლების მადლი გფარავდეთ
2. ის, მძიმე ჯვარი რომ მიჰქონდა, ამაღლდა ზეცად და ცაზე ახლა შვიდფერადი დგას ცისარტყელა.
ის, მძიმე ჯვარი რომ მიჰქონდა, ამაღლდა ზეცად და ცაზე ახლა შვიდფერადი დგას ცისარტყელა.
1. ამაღლებას გილოცავთ! ამაღლებას გილოცავთ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|