 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 16 ივნისი, 2013 |
მე მიწა ვარ. მე ვარ ყველაფერზე დაბლა. მე მუდამ მაბიჯებენ, მტკეპნიან, მთხრიან, მჩიჩქნიან და მაბინძურებენ, მაგრამ ხმას არასდროს ვიღებ. მე მხოლოდ ყივილი ვიცი, ისიც იშვიათად. ... ძალიან ხშირად ათასგვარ რამეს მომაბნევენ, ჩამინერგავენ ან ჩამაყრიან ხოლმე, მე კი ჩემი მორჩილი ხასიათითა და შემოქმედებითი მიდგომით იმ ყოველივეს, მუდამ უდრტვინველად, სიხარულით ვიღებ, ვათბობ, ვეფერები, ვხვეწავ, ლამაზ, განსხვავებულ ფორმებს ვაძლევ, მერე კი უკან ვაბრუნებ, ვზრდი, ვკვებავ და თავსაც ვევლები, სანამ გულიდან არ ამომგლეჯენ და კვლავ ნაგვის სახით არ მომაყრიან უკან. ასეთი მოქცევა ხანდახან შემძრავს ხოლმე! ზოგჯერ ისე ძლიერადაც, რომ საგნებს ჩემთან ვასწორებ, თუმცა უმალვე ვმშვიდდები. ყველაზე მეტად მაინც იმას ვერ ვიტან, საიდუმლოდ შესანახად რომ მომაბარებენ ხოლმე ბრჭყვიალა, გამოუსადეგარ ნივთებს! ... ჩემი ყველაზე დიდი მტერი, ჩემივე სისხლი და ხორცი, ჩემი "ალტერ ეგო" - ადამიანია! მიუხედავად ამისა, საბოლოოდ იგი ყოველთვის ჩემთან ბრუნდება, მერე მეც საბოლოოდ ვივიწყებ წყენას, ვურიგდები და სამუდამოდ ვიხუტებ გულში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. რა საყვარელია მიწა და რა საბრალო :( ++ რა საყვარელია მიწა და რა საბრალო :( ++
10. უი მაპატიე არ ვიცი შენი სახელი შეცდომით დაგარქვიი ვგონებ :) უი მაპატიე არ ვიცი შენი სახელი შეცდომით დაგარქვიი ვგონებ :)
9. გიულში რო იკრავს ბოლოსიმ ადამიანნებს დაგვიწყება ბექაუს ??D :) გიულში რო იკრავს ბოლოსიმ ადამიანნებს დაგვიწყება ბექაუს ??D :)
8. გამახსენდა რომ ჩემი სტიქია მიწაა წყალი კი არა.))). მეც მომეწონა შენი აზრები. გამახსენდა რომ ჩემი სტიქია მიწაა წყალი კი არა.))). მეც მომეწონა შენი აზრები.
7. ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
6. კარგი ლექსია, მომეწონა. ისე რომ დავუფიქრდეთ, რა საშინელებაა ადამიანის ს მიწაში ჩადება. კარგი ლექსია, მომეწონა. ისე რომ დავუფიქრდეთ, რა საშინელებაა ადამიანის ს მიწაში ჩადება.
5. ძალიან აზრიანია. ძალიან აზრიანია.
4. ძალიან ღრმა და დამაფიქრებელია. შენი სახიოთ მიწა გვესაუბრება...ეს დიდი ტკივილია ბენ... გაიხარეთ, ძალიან გაფასებთ... პატივისცემით: ძალიან ღრმა და დამაფიქრებელია. შენი სახიოთ მიწა გვესაუბრება...ეს დიდი ტკივილია ბენ... გაიხარეთ, ძალიან გაფასებთ... პატივისცემით:
3. ძალიან ისეთია: ჩუმი, წყნარი, თავმდაბალი მონოლოგი მიწისგან :) ძალიან ისეთია: ჩუმი, წყნარი, თავმდაბალი მონოლოგი მიწისგან :)
1. სიხარულით ვიღებ, ვათბობ, ვეფერები, ვხვეწავ, ლამაზ, განსხვავებულ ფორმებს ვაძლევ, მერე კი უკან ვაბრუნებ, ვზრდი, ვკვებავ და თავსაც ვევლები, სანამ გულიდან არ ამომგლეჯენ და კვლავ ნაგვის სახით არ მომაყრიან უკან.
ჩემი ყველაზე დიდი მტერი, ჩემივე სისხლი და ხორცი, ჩემი "ალტერ ეგო" - ადამიანია! მიუხედავად ამისა, საბოლოოდ იგი ყოველთვის ჩემთან ბრუნდება, მერე მეც ვივიწყებ წყენას, ვურიგდები და სამუდამოდ ვიხუტებ გულში...
5 :* სიხარულით ვიღებ, ვათბობ, ვეფერები, ვხვეწავ, ლამაზ, განსხვავებულ ფორმებს ვაძლევ, მერე კი უკან ვაბრუნებ, ვზრდი, ვკვებავ და თავსაც ვევლები, სანამ გულიდან არ ამომგლეჯენ და კვლავ ნაგვის სახით არ მომაყრიან უკან.
ჩემი ყველაზე დიდი მტერი, ჩემივე სისხლი და ხორცი, ჩემი "ალტერ ეგო" - ადამიანია! მიუხედავად ამისა, საბოლოოდ იგი ყოველთვის ჩემთან ბრუნდება, მერე მეც ვივიწყებ წყენას, ვურიგდები და სამუდამოდ ვიხუტებ გულში...
5 :*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|