ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2013


  ჩამოტვირთვა

პოეტური კოლაფსი

მიე–,,ნიჭათ''  მუზები პოეტური მარწუხით,
უთქმელობის სიმძაფრით,ურითმობა ძღვენია;
იქნებ აღარც მიკვირს და იქნებ აღარც მაწუხებს,
ამ ყველაფრის სანაცვლოდ რომ არავის რცხვენია.

ოხუნჯობენ მგოსნები,ბოჰემურად ბრაზობენ,
ფრთიან ალეგორიებს დაუწუნეს ხაო და
ფურთხიანი სისინი,ბილწმარცვალა ფრაზები,
უნიათო ლექსებში,უამინდოდ ყვაოდა.

აპრილის ფერ საღამოს,პოეზიის მარწუხის
მოპირფერო ვასალებს,ქების აღარ რცხვენიათ;
უკვე აღარც მიკვირს და უკვე აღარც მაწუხებს,
შემოქმედებაში რომ დღეს ამდენი ძღვენია.

პოეზიის ფორმად თუ დაიბადა ჰიბრიდი,
გათელილი ბილიკი უფრო მოჩანს ვიწრო და
ამიტომაც მუზებო,იმ ,,პოეტთან'' მიფრინდით,
ვინც დღეიდან ლექსები სამუდამოდ გიწოდათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები