ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნნნნ
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2013


ფიქრები

ღამეს ვაკოცე ვარდში გახვეულს.
მზეს ჩავეკარი ცვრიან უბეში.
ალიონისას დროში გათეულს,
ფიქრს ჩამოვუსხი, სევდის ნუგეში.
მერე მთვარესთან,როგორც მაყართან
შევსვი ოცნება,ჩემი ,სათუთი...
გულის ნიჟარის ციცქნა საკანთან
წმინდა ნიავად შემოპარული...
ჩუმად გამეხსნა სულის დარაბა.
ვიხეტიალე...გრძნობა დაობდა...
ღამეს ვაკოცე,შენთვის არადა...
გამთენიისას ღამე დაობლდა.

ავტორი ნინო მაჭავარიანი
30.05.2013წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები