ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკო...
ჟანრი: პროზა
25 ივნისი, 2013


მაოცებს

მაოცებს. მაოცებს ჩემი თავი, შენი თავი, მთები რომელიც ირგვლივ მარტყია და ხელს მიშლის თუ მიწყობს სუნთვაში არცკი ვიცი. მაოცებს სამყარო რომელიც აქ დამხვდა. არც ქალაქი არაა არც სოფელია თან ორივეა თან არცერთი. სხვადასხვა ფერის ხალხი მაოცებს.სიცოცხლე მაოცებს, რომ ვაკვირდები ვხედავ რომ ეს მთებიც მე მგვანან მათაც აოცებს ეს ყველაფერი.გვიყურებენ როგორ ჩამოვედით დიდი უმთო ქალაქიდან, (დისდს ისე ვიძახი შედარებით თორემ აბა თბილისი რა დიდია)და ავურიეთ ცხოვრების რითმი. დილით 2ზე ვდგებით ეს მათთვის უკვე შუადგეს გადაცილებულია ფეხშველები მივრბივართ ჩაიდანთან და ცხელი ყავით და სიგარეტით დაწყებულ დღეს ერთმანეთზე ლაპარაკით ვმატებთ აზრს.მე ესეც მაოცებს...
კიდევ ერთი პატარა გოგო მაოცებს. აქ წითელი თმით და საქმისადმი ერთგულებით ამდენ ხალხში მხოლოდ მის თვალებში ჩანს სასტუმროს ერთგულება და სიყვარული ან სასტუმროსი ან საქმის ან  არვიცი რის, მაგრამ უყვარს ფაქტია...დიდი ნაბიჯებით დადის და კრუხი რომ გადახედავს წიწილებს რამეს ხომ არ აფუჭებენ ან ნაგავში ნაყარს ხომ არ ჭამენო ასე გვიყურებს. გაბრაზებას ამოფარებული ნიღაბიდან,(ამ ნიღაბს გასახდელში ინახავს რომ სახლში არსდროს დარჩეს)გადაგვავლებს თვალს თითქოს გადაგვთვლისო და მერე წყნარი სახით აგრძელებს საქმეს რომელშიც თავს არასდროს ზოგავს...
კიდევ ბევრი ადამიანი მაოცებს თოვლიან ადგილას(თოვლიც პირობითია უნრალოდ ზაფხულთან შედარებით აქ ძალიან ცივა) ზოგი სხვის ცხოვრებაზე და,კვირვებით ერთობა რადგან აქ ამ მთების ქვაბში საკუთარი არ აქვს, (იქნებ იქაც არ აქვთ არვიცი)ზოგმა აქ იპოვა ის რასაც სულ ეძებდა და ბედნიერი თვალებით შეყურებს 20 დღით აწყობილ მომავალს ესეც მაოცებს..
ზოგი კარგავს, ზოგი იძენს მეგობრებს და მერე ისევ კარგავს მერე ისევ იძენს ამიტომაა აქ ყველა ურთიერთობას ეტყობა ბევრი ნასკვი რეალური შოუს გმირებივით ერთ სახლში ვცხოვრობთ და ცვდილობთ ერთმანეთს მოვუაროთ სინამდვილეში საკუთარ თავებსაც ვერ ვუვლით...ვუყურებ და ყველა პატარაა...აქაც ყველას აქვს ცუდი და კარგი უბრალოდ ბევრი ვერ ამოვიცანი განა ვერ შევძელი სურვილი არ მქონდა ამის...მეთვითონ საყრდენით ჩამოვედი რომელიც ნელნელა მეცლება და მეშინია, არა უსაყრდების არა არ მინდა თვითონ წაიქცეს.
მინდორზე ვისხედით ერთხელ,(გაგიკვირდებათ და არც აქ ვარ სულ ერთხელ ვიყავი მინდორზე სადაც ბევრი ყვავილი და ეკალია)თავი წითელთმიანი გოგონას კალთაში მედო და ბევრს ვლაპარაკობდით ფინჯანი ყავის და დილა დარქმეული შუადღის გარეშე, მაგრამ აქაურობაზე. მასწავლიდა რაღაცეებს და მეც ვიმახსოვრებდი არმიყვარს სხვები რომ მარიგებენ, მაგრამ როცა ვენდობი მაშინ ვუსმენ. აი ამ გოგომ კი მარტივად მაიძულა ვენდო,(მაიძულა ცუდი სიტყვაა უბრალოდ მომანდომა) სულ ვუსვამ კითხვას  რატომ აქვს ყვითელი თვალები და თვითონ სულ იცინის. მე კი მართლა მაინტერესებს...მეგობრობის გორგალს თავი გავუხსენით და თითქოს ორივე ისე წყნარად ვართ როგორც გორგალის შუა ადგილას არიან ხოლმე.მე ზუსტად ვიცი არც მთები და არც თერგია იმის მიზეზი რომ გავუგეთ, არც მისი ყვითელი თვალები და ჩემი სიარულის მანერა,(რომელზეც ყველა მეგობარი დამცინის)უბრალოდ ასე მოგვინდა ორივეს შიგნიდან და ვსო ახლა უკვე მეგობრები გვქვია. მიხარია რომ ვიპოვე ყველას ხომ არ ყავს ყვითელთვალება მეგობარი...ჯერ ვერ ვისწავლე კარგად მისი ხასიათი ვუყურებ  და ზოგჯერ მგონია პირველა ვხედავ, ზოგჯერ ბავშობიდან მგონია  ვიცნობ...
აქ კიდევ ბევრი რამ გაგაოცებს დღეს პატარა მოხევეები გავიცანი პირდაპირები და ცივები არიან. მყინვარს ჰგვანან რაღაცით სხვანაირები არიან არ გვანან ჩვენს ბავშვებს. ძაღლებთან ჭიდაობენ და 5წლიდან ცხენზე სხედან უუნაგიროდ. ნამდვილი ბავშვობა აქვთ დიდ მინდორზე თამაშობენ დაჭერობანას და ბალახებს ჭამენ...ვუყურებდი და მაოცებდნენ თავიანთი ლამაზი ბავშვობით. თავისუფლები არიან არც ასვალტი უხეხავთ მუხლებს და არც მანქანების გამონაბოლქვს სუნთქავენ. მაოცებს ყაზბეგი...
ყველა ნერვი თავის ადგილას დგება. ნელნელა ვატყობ სხვა სამყაროში გადავდივარ სადაც მთავარი სიმშვიდეა.იმ პატარა მოხევეების ნახატი მგონია ირგვლივ რომ ვიყურები.ცასაც ნაცნობი და უცხო ფერი აქ გამონაბოლვის გარეშე სუფთა... ჩემში მომხდარი ცვლილებებიც მაოცებს კერძოდ :ლაუნჯ ბარის კუთხეში  დგას ერთი მაგიდა რომელიც ყოველთვის ყველაფერს ძველს მახსენებს. არასდროს მენახა ამ მაგიდას სტუმარი მოხდენოდა თითქოს არაპროპორციული იყო მასთან მოკალათებული ახალგაზრდების ჯგუპი ან უცხოელები.როცა ვუყურებდი წარმოვიდგენდი, როგორ მიდიოდა მაგიდასთან "კლეჩატ"პერანგში გამოწყობიი წვერებიანი ხანდაზმული მამაკაცი და წითელ ღვინოში ჩაახშობდა მოგონებებს ყაზბეგში გატარებულ ახალგაზრდობაზე. თუმცა ასეთი არავინ ჩანდა მეც მოთმინებით ველოდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი რომ სანამ მაგიდას პატრონს არ ჩავაბარებდი არ წავიდოდი სამსახურიდან, რადგან მისი მარტო დატოვება არ შემეძლო.სახლში წამოსვლისას ნაზად ვუსვამდი ტილოს რომ მხლოდ ახალი მტვერი ამეღო და მისი სიძველე არ შემელახა. ყოველთვის გული იქით მიმიწევდა როცა საქმე არ მქონდა ჩუმად ვადევნებდი თვალს და თითქოს ვგრძნობდი რომ აწუხებდა ბავშვების ტიტინი მის გარშემო. დიდი მოთმინებით ელოდა თავის ნამდვილ სტუმარს...თაროებზე შემოლაგებული წიგნებიდან ისიც კი ავარჩიე რა უნდა წაეკითხა მის მეგობარ სავარძლში მოკალათებულ მოხუცს.ყველა წიგნი მომწონდა მაგრამ ყველაზე ამაყად თეოდორ დოსტოევსკის "ომი და მშვიდობა" იდგა თითქოს ყველას ზემოდან უყურებდა თემატურადაც და ლიტ ღირებულების მხრივაც...
დილა საკმაოდ უჩვეულოდ დაიწყო, პირველად გამეღვიძა ადრე არც ყავის გასაკეთებლად გავქცეულვარ უბრალოდ ვიჯექი საწოლში და ჩემს ბავშვობაზე ვფიქრობდი. ბავშვობაზე რომელიც ან მქონდა ან  არა ვიხსენებდი ნათელ წერტილებისაგან შეკრულ წრეს რომლის დიამეტრიც 10 წელი იყო ჩემი დაბადებიდან...რატომღაც სამსახურისკენ გავიხედე სადაც ასვლა დიდად არასდროს მყვარებია.  გამეფიქრა დღეს ვინ გათელავდა მაგიდის მიდამოს და არ მესიამოვნა, რომ სხვა დაალაგებდა სიფრთხილის გარეშე მაზე ნივთებს იქნებ ის ჩემი ნაგროვები მტვერიც აეღო რომელიც არსებობისთვის ჭირდებოდა მაგიდას.დაღლილობის გძნობა საერთოდ გამიქრა გული სამსახურისკენ მექაჩებოდა, როცა ეკრანზე ჩემი ყვითელთვალება მეგობრის ნომერი აინთო
-ამოდი სავსე, ვართ(საქმოანი ტონი რომელზეც მეღიმებოდა ყოველთვის,(ჩემი  ღიმილის პარალელურად მის გაბრაზზებას იწვევდა ამიტომ ვდილობდი შემეკავებინა))
-მოვდივარ.
მეგობრებისკენ მივდიოდი,  (მაგიდა და ყვითელთვალება გოგონა) და გული სხვანაირად მიცმდა ბევრჯერ ამევლო აღმართი რომელსაც ირგვლივ მთები ერტყა,(როგორც ყველაფერს რაც აქაა)მაგრამ ამჯერად ვრღელავდი რაზე თვითონაც არვიცი...
გადატენილ ბარში ჩემს მაგიდასთან ვიდექი. ამჯერად რუსის ტიპის ქალი მიჯდომოდა დიდი სათვალეებით და გაშმაგებით კითხულობდა რაღაცას. არც დავკვირვებივარ სანამ არ დამიძახა.
-გოგონა თუ შეგიძლია ერთი ჭიქა საფერავი მომიტანე.გამობრუნება არ მაცაალა ანდა ბოთლით.
-ბოთლით გნებავთ გავიკვირვე.
-დიახ იმდენი მოგონებები მაკავშირებს აქაურობასთან მირჩევნია თქვენი დროც დავზოგო და ენერგიაც.
-ახლავე.
ბარისკენ მიმავალს თვალი თაროსკენ გამექცა რომელზეც "ომი და მშვიდობა" უნდა ყოფილიყო, მაგრამ წიგნი არ იდო თავის ადგილას.
ღვინოს რომ ვუსხავდი დავაკვირდი დაღარულ ხელებზე, ვენები ლუჯად უნათებდა. კანკალით ეჭირა სიგარეტის წვრილი ღერი და უცნაურად უყურებდა წიგნს. ახლა მივხვდი სხვა რამეს კითხულობდა და სხვა რამეზე ფიქრობდა. ვეღარ მოვითმინე
-პირველად ხართ აქ?
-არა პირველად არ ვარ, მაგრამ ახლა, რომ ვფიქრობ ალბათ პირველად ვარ ასეთი.
სევდანარევად გამიღიმა .მეც მოვშორდი მაგიდას.ფიქრები კი აქ ამ ქალთან დავტოვე. არ გავდა იმას ვინც მე წარმომედგინა, მაგრამ ისე ამაყად იჯდა მაგიდასთან ცოვრებაში პირველად ბედნიერმა ვაღიარე ჩემი შეცდომა. სწორედ მას ველოდით ამდენხანს მეც და მაგიდაც...მეორედ ქალაქში შევნიშნე მოხევე ბავშვებს რომლებსაც ყველას მიმართ აგრესია აქვთ, როგორ ეთამაშებოდა უფრო და უფრო მეტ სიმპატიას და ინტერესს იწვევდა ჩემში. დიდი სათვალეებით და ჭკვიანური თვალებით ყოველ საღამოს მიმქონდა. ერთი ბოთლი ღვინო და ისიც ღმერთმა იცის მერამდენედ ფურცლავდა დოსტოევსკის შედევრს...
დილას მოლოდინით სავსე ვდგებოდი რომ სადმე მენახა ღამე კი უკვე თვალებით ვიცოდი, როდის უნდა მივსულიყავი ღვინის ბოთლით ხელში...
დღესაც ჩვეულებრივ მივედი სამსახურში შესვსლელთან ჩანთები შევნიშნე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. აქ ეს ჩვეულებრივ იყო დარბაზში" ჩემი ქალი" დავინახე ვიღაცას ეძებდა .
-გოგონა! დამიძახა გახებულმა როცა დამინახა.
-გისმენთ.
-მადლობა, ყველაფრისთვის. მითხრა და ჯიბეში მსხვილი კუპიურა ჩამიტენა.
-თქვენ მადლობა. ვუთხარი გულწრფელად თუმცა ამაში ფულს არ ვგულისხმობდი.
ვუყურებდი თვალებით.როგორ დაემშვიდობა მაგიდას მერე ხელი გადაუსვა და ის მტვერი წაიღო მე რომ ვაგროვებდი. თუმცა არ დამნანებია მას ეკუთვნოდა...მსუბუქი ნაბიჯებით გავიდა სასტუმროდან...
მას მერე არ მინახავს... დღეს მშვიდად ვუპასუხე ზარს თბილისიდან:
-მოვდივარ. აურელვებლად ვუთხარი მეგობრებს...
იქითა თვეში პატარა ბარს ვხსნი ყვითელთვალება გოგონასთან ერთად ...ყაზბეგიდან კი ორი საიდუმლო მიმაქვს რომლებიც ვერ ამოვხსენი: რატომ აქვს ჩემს მეგობარს ყვითელი თვალები და ნეტავ ფული რომ მოვაგროვო იმ მაგიდას მომყიდის სასტუმრო??

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები