მატარებელი მიდის ნელი სვლით, ჩემი ცხოვრება ბევრად სწრაფია არ მეძინება,ძილს მიფრთობს ფიქრი და რითმებს ვეძებ შუაღამისას... ემოციები სულ რომ დავკარგე, დიდი ტკივილის ალბათ ბრალია რაღაც მაფიქრებს წარსულ ამბავზე ეჰ, სინანული კლავს ადამიანს. ივნისის თვეა, მიხმობს ტერენტი, მახსოვს სიკვდილი სულში ქარია, ღმერთამდე მისვლის გზებს, რომ ვეძებდი გადავუხვიე, მგონი ,ძალიან... არ განმიკითხოთ,როგორც ცოდვილი გოლგოთისაკენ ჩემი ჯვარი მაქვს ვიცი, ამქვეყნად რისთვის მოვედი ბრბოსთვის მიზეზის ახსნას აზრი აქვს?! სხვა სამყარო მაქვს და თქვენ შემეშვით! მეწერება და მაცადეთ წერა, ნამდვილად არ ვარ ვითომ პოეტი მე მხოლოდ ჩემი მუზების მჯერა. რა მემართება თვითონ ვერ ვხვდები, უკვე ფიქრებიც ვხედავ მერევა დიახ, ლოთი ვარ ,კიდეც ვეწევი. თავს ვერ ვანებებ,ვერა და ვერა... წავალ და მერე არ დავბრუნდები გვიან მიხვდები ვთვრეობდი როგორ, ნუთუ მიყვარდა? ან ახლა მიყვარს? მე რა ვუთხარი ამ ტრფობის მომგონს! სიკვდილის წინ კი დაგიწერ ანდერძს ჩემი სიმდიდრე ეს ლექსებია ვთვრებოდი შენით, მიწიდან ცამდე, თუმცა კი ცხადში არც შეგხვედრივარ. ყველა დიდ ტკივილს ღიმილით ვიტან ალბათ მაქვს კიდეც ამის მიზეზი, ვეწევი იცი? ცხოვრებას ტირანს განა ტაშისთვის?მე შენთვის ვწერდი!.. 02:20 18/06/13
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. დიდი მადლობა ყველას :) დიდი მადლობა ყველას :)
4. ავტორი: ივდო-ოტობარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: ივდო-ოტობარი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
3. მოკითხვა ლამაზი სულის გოგონას და მშვენიერი ლექსების ავტორს, ლელისგან :) :-* მოკითხვა ლამაზი სულის გოგონას და მშვენიერი ლექსების ავტორს, ლელისგან :) :-*
2. მომეწონა .პატივისცემით წარმატებები და +2 ჩემგან.
სხვა სამყარო მაქვს და თქვენ შემეშვით! მეწერება და მაცადეთ წერა, ნამდვილად არ ვარ ვითომ პოეტი მე მხოლოდ ჩემი მუზების მჯერა. მომეწონა .პატივისცემით წარმატებები და +2 ჩემგან.
სხვა სამყარო მაქვს და თქვენ შემეშვით! მეწერება და მაცადეთ წერა, ნამდვილად არ ვარ ვითომ პოეტი მე მხოლოდ ჩემი მუზების მჯერა.
1. სხვა სამყარო მაქვს და თქვენ შემეშვით! მეწერება და მაცადეთ წერა,
კი, ქალბატონო, წერეთ რამდენიც გინდათ სხვა სამყარო მაქვს და თქვენ შემეშვით! მეწერება და მაცადეთ წერა,
კი, ქალბატონო, წერეთ რამდენიც გინდათ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|