ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2013


შემოთენება ღამისა

სივრცეში ჩუმად იღვრება
მუსიკის ტკბილი ჰანგები.
სიცოცხლე ისე გინდება,
იფანტებიან დარდები.
 
სულს ეფინება სიმშვიდე,
გული სცემს ისე რიტმულად,
ყურის მიგდება გინდება.
იცი, რომ არ მოგწყინდება
სურნელი სავსე მთვარისა,
შენი ძვირფასი ქალისა,
მზერა მინდობილ თვალისა,
მზეჩაუმქრალი ალისა.

დილამდე წერა ლექსების
შემოთენება ღამისა . . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს