ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიცვალებული
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2013


შემოდგომა

დღეს შემოდგომაა.
ზაფხულის ამ საღამოსგან შემოდგომის ვერშემდგარი სიგრილე იღვრება ჩემში.

რა უნდა გავაკეთო, რომ დაგაჯერო -
ამ ბილიკს, რომელსაც წლებია მარტონი გავდივართ,
შემოდგომის უკიდეგანო სიყვითლეებისკენ მივყავართ?!
მას არ ჭირდება ნაადრევი სტუმარი.

ფერმკრთალი ღიმილით ვუქნევ ხელს
ჯერ კიდევ შეუმდგარი ზაფხულიდან და
ვუყვები ყველაზე თბილ ზღაპარს ადამიანებზე,
რომლებმაც ერთმანეთი შემოდგომის დასაწყისს შეიყვარეს.

ეს, რა თქმა უნდა, ზღაპარია, რეალობას მოკლებული,
რადგან ადამიანებს სიყვარული უერთმანეთოდაც შეუძლიათ,
მითუმეტეს შემოდგომას.

***

სიცარიელე ფესვებს იდგამს ჩემი ფანჯრის ჭუჭრუტანებში
და მახსენებს, რომ ამ ზაფხულს შემოდგომა პირველად,
თან კიდევ უკანასკნელად მოვიდა.

არაფერს დავიტოვებ ამ დღისგან.
თავს მოვუყრი ყველა მოგონებას, ზღვის ოხშივარს,
ბოლომდე ამოვსებულ სიცარიელეს და ზაფხულის
სულისშემხუთველ ნაპირებზე გადავსახლდები.

ეს იქნება ჩემი უტოპიური რეალობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები