 | ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია 2 ივლისი, 2013 |
ჭკვიანი კაცი იმედით ხვდება მომავალს ახალს, დამქანცველ დარდებს არ იკარებს, ეძახის ნაგავს, უფლის შეწევნით დაძლევს საქმეს, რომც არ იცოდეს და უიღბლობით ყურჩამოყრილს ბევრს შეიცოდებს. ჰო, ეს დარდებიც უძლურებას სცოდნია ალბათ, ცოდნა კი არა ნიჭიც უნდა მქონოდა ხარბად, სიცარიელე ფართოვდება, ვერ იჭერს კარი, ცარიელ ფურცლებს ატრიალებს ორპირი ქარი. რა იქნებოდა კელაპტარზე აგენთოთ ალი, თუმცა რაღადროს, ამიცრემლდა ორთავე თვალი, არ არის ცოდნა, არცა ნიჭი, აღარც იღბალი, არ იძვრის გზა და სადაც შეწყდა ისევ იქ არის. ვემშვიდობები ცარიელ ფურცლებს, დავანთე ცეცხლი, თვალს ვეღარ ვახელ, სიცარიელე აივსო ფერფლით, რა იქნებოდა ჩადგებოდეს ეს ორპირი ქარი, ფურცლები ჩემსკენ შეცდომით რომ შემოაქვს კარით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მე დასაწყისი უფრო მომეწონა :) შუისკენ და ბოლოს დამრჩა შთაბეჭდილება რომ რაღაცები მხოლოდ რითმის გამო ჩააკვეხე და ისიც სუსტი გამოვიდა :) მაგრამ მაინც მგონია რომ ცოტა ხანში უკეთესად დაწერ, შემდეგ იმაზე უკეთესად და ასე, თუ არ გაჩერდი სადმე . მე დასაწყისი უფრო მომეწონა :) შუისკენ და ბოლოს დამრჩა შთაბეჭდილება რომ რაღაცები მხოლოდ რითმის გამო ჩააკვეხე და ისიც სუსტი გამოვიდა :) მაგრამ მაინც მგონია რომ ცოტა ხანში უკეთესად დაწერ, შემდეგ იმაზე უკეთესად და ასე, თუ არ გაჩერდი სადმე .
4. სერგეი, თვენი კომენტარებიდან ვერ ვიმსჯელებ რომ დაბერდით, ცელქი ბიჭივით წერთ. :))) სერგეი, თვენი კომენტარებიდან ვერ ვიმსჯელებ რომ დაბერდით, ცელქი ბიჭივით წერთ. :)))
3. ეს რა დავწერე?...რა მეტაკა?...მოსაკლავი ვარ.დასახრჩობი.:) უბრალოდ ხომ შემეძლო არაფერი დამეწერა. ახლა კი 5 უნდა დავწერო. ახია ჩემზე. მეტის ღირსები ვართ.:)))))))))))))))))))) ეს რა დავწერე?...რა მეტაკა?...მოსაკლავი ვარ.დასახრჩობი.:) უბრალოდ ხომ შემეძლო არაფერი დამეწერა. ახლა კი 5 უნდა დავწერო. ახია ჩემზე. მეტის ღირსები ვართ.:))))))))))))))))))))
2. ბოლო მომეწონა. რაღაც ისეთი იყო, ზოგადსაკაცობრიო სევდით დატვირთული და 1/3 კვნესაც კი გავიგონე ამ დროს...ნეტავ ჩადგებოდეს....ახლა ქარია, ახლაც ქარია და სულ მუდამ ქარი იყო, უბრალოდ ვერ ვხედავთით....ვერ ვგრძნობდით. ეს იმას გავდა რომ დავბერდით, გრძნობები დაჩლუნგდა და .....ჰო და ვისხედით მანქანაში, თავები გადმოვყავით, მე შენს მუხლებს ვეფერებოდი, შენ კი თვალს ხუჭავდი, და ამ დროს ვერ ვამჩნევდით შემხვედრ ქარს....ფურცლები ..არა! ფოთლები რომ შემოქონდა ფანჯარაში. ნუთუ აუცილებელი იყო ახლა ეს დამეწერა? არამც. ბოლო მომეწონა. რაღაც ისეთი იყო, ზოგადსაკაცობრიო სევდით დატვირთული და 1/3 კვნესაც კი გავიგონე ამ დროს...ნეტავ ჩადგებოდეს....ახლა ქარია, ახლაც ქარია და სულ მუდამ ქარი იყო, უბრალოდ ვერ ვხედავთით....ვერ ვგრძნობდით. ეს იმას გავდა რომ დავბერდით, გრძნობები დაჩლუნგდა და .....ჰო და ვისხედით მანქანაში, თავები გადმოვყავით, მე შენს მუხლებს ვეფერებოდი, შენ კი თვალს ხუჭავდი, და ამ დროს ვერ ვამჩნევდით შემხვედრ ქარს....ფურცლები ..არა! ფოთლები რომ შემოქონდა ფანჯარაში. ნუთუ აუცილებელი იყო ახლა ეს დამეწერა? არამც.
1. უკეთესის მოლოდინში....
უკეთესის მოლოდინში....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|